დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Akhalsheni St. George\'s Church Akhalsheni St. George\'s Church Akhalsheni St. George\'s Church Akhalsheni St. George\'s Church Akhalsheni St. George\'s Church Akhalsheni St. George\'s Church

ახალშენის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ახალშენის (არჯევან-სარვანის) წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს თრიალეთში, დღევანდელ წალკის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში.

ეკლესია არჯევან-სარვანის სახელით არის ცნობილი, თუმცა მისი ძველი სახელია ახალშენი. არჯევან-სარვანი უწოდეს 1829-30 წლებში ჩამოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა.

ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიში. იგი წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. აშენებულია დიდი ზომის დამუშავებული კვადრებით. გადახურულია ლორფინით. ეკლესია გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი აწეულია ერთი საფეხურით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი არქიტრავულია. არქიტრავზე ამოკვეთილია კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომელსაც შემოუყვება ბოლოებში ჰორიზონტალურად გაშლილი, ნახევარწრიული ლილვი. აქვს თაღოვანი სარკმელები სამხრეთის და აღმოსავლეთის კედლებზე. აღმოსავლეთის სარკმელს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირე. სარკმლის მარჯვენა მხარეს ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოიხსენიება "მეფეთ მეფე გიორგი" და ეკლესიის ამშენებელი მექარვე. ეკლესიის ეზოში სამაროვანია გამართული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ნამოსახლარის ნაშთები შეინიშნება.

ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, წარწერაში მოხსენიებული მეფე არის გიორგი I ან გიორგი II, რომლებიც XI საუკუნეში მოღვაწეობდნენ შესაბამისად ძეგლსაც XI საუკუნით ათარიღებს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახალშენის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!