საქართველო ტურისტულ მიმართულებად ბევრი რამის გამო იქცა. ქვეყანა გვთავაზობს სხვადასხვა სანახაობას, რადგანაც მას გააჩნია მდიდარი ისტორია და შესანიშნავი ადგილმდებარეობა კავკასიის მთებში. საქართველოს კლიმატი იდეალურია ტურიზმისთვის, რადგანაც აქ არასდროს ცივა ძალიან და არც ძალიან ცხელა. მაშინაც კი როდესაც ცივა შეგიძლიათ ზამთრის კურორტებს ეწვიოთ და თუ ცხელა შავ ზღვაზე გაგრილდეთ.



თუშეთი

თუ გიყვართ მთები და ღრუბლები თქვენს მხრებს ქვემოთ, მაშინ თუშეთი სათქვენო მიმართულებაა. სამწუხაროდ ქვეყნის ამ ნაწილში მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზეა, თუმცა ზოგჯერ თუშეთში ასვლა შესაძლებელია მაისშიც, ეს დამოკიდებულია ამინდზე. საქართველოს ამ ისტორიულ რეგიონში მოხვედრა საკმაოდ რთულია, მედიაში ის დასახელებული იყო კიდეც მსოფლიოს  ყველაზე საშიში გზების სიაში. მაგრამ თავგადასავლები მაშინ მოდიან მხოლოდ, როდესაც ვრისკავთ, თუ ქართველ, გამოცდილ მძღოლთან ერთად მოგზაურობთ არაფერია საშიში. ხედი თავისი სულისშემკვრელი სილამაზით გატყვევებთ და თავისუფლებისა და მშვიდობის განცდა გეძალებათ. თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

Tusheti


ვარძია

ვარძია მისტიური ადგილია. ეს არის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი აშენებული XII საკუნეში, თამარ მეფის ეპოქაში. შთამბეჭდავი კლდეში ნაკვეთი მონასტერი აშენდა თავდაცვის მიზნით. ვარძიის ნაწილი მიწისძვრამ გაანადგურა. დღეს ბერები ცხოვრობენ კლდეში ნაკვეთ მონასტერში. საინჟინრო უნარები ადამიანებისა, რომლებმაც 365 ოთახი ააშენეს გამოქვაბულში განცვიფრებას იწვევს. იმის გამო რომ აქ ბევრი კიბეა, მზად უნდა იყოთ მასზე ასასვლელად და მზიან ამინდში არ უნდა დაგავიწყდეთ ბოთლით წყლის წაღება. კომპლექსის ზემოთ არის ფრესკებით მოხატული ეკლესია. ვარძია შესანიშნავი ადგილი იქნებოდა „სამეფო კარის თამაშებისა“  და „ბეჭდების მბრძანებელის“ გადასაღებად.

Vardzia


ბათუმი

ბათუმი საქართველოს ქალაქებში სიდიდით მეორეა, იგი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. რომანტიული და მზიანი ბათუმი შესანიშნავი ადგილია მზის აბაზანების მისაღებად. ბათუმი მომხიბლავი ქალაქია, გთავაზობთ რა უამრავ გასართობს. ქალაქის ღირშესანიშნაობების ნახვა ველოსიპედით არის შესაძლებელი. მიზეზი რატომაც ბათუმი თქვენი ყურადღების მიქცევად ღირს არის ის, რომ ქალაქი გთავაზობთ სხვადასხვა სახის გასართობს. მაგალითად, შეგიძლიათ ტბასთან, „6 მაისის პარკში“ წამოწვეთ, წაიკითხოთ წიგნი, ან წაუძინოთ, ან შეგიძლიათ გამოსცადოთ ბათუმის ღამის ცხოვრება კლუბში ან რესტორანში ვიზიტით. ასევე, შეგიძლიათ გაისეირნოთ ბულვარში და გასინჯოთ რაიმე გემრიელობა, ისიამოვნოთ შავი ზღვით, გამოსცადოთ ექსტრემალური გართობა, როგორიცაა „პარასეილინგი“ და სხვა უამრავი წყლის სპორტი.

Batumi


სიღნაღი

სიყვარულის ქალაქი არის ადგილი საქართველოს შესაყვარებლად. სიღნაღი ნახვად ღირს, რამდენადაც ესაა მშვენიერი პატარა ქალაქი, ვიწრო ქუჩებითა და მყუდრო ქუჩის კაფეებით. ესაა ბრწყინვალე ადგილი სახლში გაკეთებული კახური ღვინის გასასინჯად. სიღნაღს  არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.

Signagi


ყაზბეგი (სტეფანწმინდა)

ახლა ცნობილი როგორც სტეფანწმინდა, კიდევ ერთი მთიანი ადგილია საქართველოში, კავკასიონის მთებზე სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟით. თუ ფოტოგრაფია გიყვართ მაშინ მთელი დღის განმავლობაში ყაზბეგის სილამაზის გადაღებაში იქნებით. ეს ადგილი ბუნების მოყვარულთათვისაა. ყაზბეგი ლამაზია ყველა სეზონზე. სანამ ყაზბეგში იმყოფებით, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომ ნახოთ გერგეთის სამება.

Kazbegi

 

ძველი თბილისი

ძველი თბილისი გასასეირნებლად საოცარი ადგილია. პატარა ქუჩები თავისი რომანტიული ელფერით მომხიბვლელია. პატარა მაღაზიები და კაფეები ბუნებრივადაა შერწყმული არქიტექტურასთან. ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალი არასდროს მოგწყინდებათ იმიტომ, რომ თქვენ გადააწყდებით პატარა მომხიბვლელ ეზოებს, ლამაზ ძველ შენობებს, მისტიურ მიტოვებულ ადგილებს და ა.შ. საქართველოს დედაქალაქის ეს ნაწილი ბევრ რამეს გთავაზობთ.


Old Tbilisi


მარტვილის კანიონი

ეს მომხიბლავი ადგილი მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ეს არის ადგილი, სავსე ჩანჩქერებითა და გამჭვირვალე წყლით. მეტი შთაბეჭდილებებისთვის და  კანიონის სილამაზით დატკბობისთვის იქირავეთ ნავი.

Martvili Canyon


პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე, რომელიც აღმოაჩინეს 1984 წელს, მდებარეობს საქართველოში, ქალაქ წყალტუბოში. ამ წარმოუდგენელ მღვიმეს აქვს მიწისქვეშა ტბები და მდინარეები, სხვადასხვა ტიპის სტალაქტიდები და სტალაგმიტები. მღვიმეს აქვს სასიამოვნო და ეფექტური განათება, რომელიც სძენს მას ლამაზ სანახაობას. ეს ადგილი, დანამდვილებით, ეგზოტიკური და დაუვიწყარი მოგონებებისთვისაა.

Prometheus cave


ოკაცეს კანიონი

შემდეგი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ საქართველოში, არის ოკაცეს კანიონი, რომელიც გარშემორტყმულია გასაოცარი მთებით. მეტალისა და ხის საფეხმავლო ბილიკი არაჩვეულებრივ პეიზაჟს ქმნის კანიონზე. კანიონის პეიზაჟი ძალიან მხატვრულია და მიმზიდველი. ფიცარფენილ ბილიკზე სეირნობისას თქვენ არამარტო ხეებისა და მთების სილამაზეს ნახავთ, არამედ რამდენიმე ჩანჩქერსაც.

Okatse canyon


სვანეთი

და ბოლო, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, რაც საქართველოში უნდა ნახოთ არის ისტორიული მხარე - სვანეთი. სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. სვანეთის საუცხოო ლანდშაფტში მთები დომინირებს. სვანეთი ბევრ რამეს სთავაზობს ბუნების მოყვარულებს, მოგზაურებს, ისტორიის მოყვარულებს და ადამიანებს, რომლებსაც სურთ გასინჯონ გემრიელი საჭმელი და გაიცნონ ალალი ადგილობრივები. სვანეთს აქვს შუასაუკუნეების საყარაულო კოშკები, რომლებიც წარმოადგენენ ღირშესანიშნავ ადგილებს. ველური თავგადასავალი კიდევ ერთი რამაა რაც სვანეთს შეუძლია შემოგთავაზოთ.

Svaneti