დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
02 სექტემბერი, 2018

არტ-გენ ფესტივალი

არტ-გენ ფესტივალი არის ქართული ფოლკლორისა და მოყვარული, თვითნასწავლი ხელოვანი ადამიანების ყოველწლიური ფესტივალი. მას საფუძველი ჩაეყარა 2004 წელს, როდესაც ზუმბამ - ქართველმა როკერმა ზაზა კორინთელმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს აღმოეჩინათ და აღმოეფხვრათ ის პრობლემები, რომლებიც ემუქრებოდა ტრადიციულ ხალხურ ხელოვნებასა და კულტურას. ამავე დროს, მათი მიზანი იყო გაეცნოთ ქართული ხალხური ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით და ხელი შეეწყოთ ნაციონალური გამოფენა-გაყიდვისთვის. იდეა იყო შესანიშნავი და მათ დაიწყეს მისი აღსრულება.

დაიწყეს მოგზაურობა მთელი საქართველოს მასშტაბით. იკვლევდნენ იმ თანდაყოლილ, ბუნებრივ-ტრადიციული ხელოვნების ფორმებს, რომლებიც გადაეცემოდათ ადამიანებს წინაპართაგან, და ეს გრძელდებოდა თაობიდან თაობაში. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ, ეს ყველაფერი ერთად ქმნის საქართველოს, როგორც თვითმყოფადი ერის არსებობას, სწორედ ეს კულტურაა მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხილოთ პაწაწინა საქართველო, მოქცეული გიგანტ სახელმწიფოებს შორის. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეგობრები შეიკრიბნენ და დაიძრნენ თავგადასავლების აღმოსაჩენად. მათ გამოიკვლიეს 100-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც ცნობილნი იყვნენ, როგორც ტრადიციული ადათ-წესებისა და კულტურის მკაცრად დამცველნი. ისინი იწერდნენ მათ ხმებს, სწორედ ამ თბილ გარემოში გაჟღერებულმა გულწრფელმა ხმებმა და ემოციებმა შთააგონა ზაზა, ეფიქრა პირველ არტ-გენის ფესტივალზე. მათი უმრვლესობა მიიწვიეს ფესტივალზე სამღერად, რათა მონაწილეობა მიეღოთ გალა კონცერტში. სწორედ ასე არტ-გენის ჯგუფმა აღმოაჩინა აქამდე ყველასთვის უცნობი ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანები, რომლებსაც შეენარჩუნებინათ საკუთარი ინდივიდუალური მანევრი და სტილი. ამავე მოგზაურობამ საფუძველი ჩაუყარა წიგნს, სადაც მკითხველს შეუძლია აღმოაჩინოს ყოველი დეტალი ამ მოგზაურობისა. ამასთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ დოუმენტური ფილმი ფესტივალზე, სახელად “ადილა”.

არტ-გენი არ არის მხოლოდ სანახაობრივი ფესტივალი, ის აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ხალხურ, ისე თანამედროვე მუსიკას, მათ შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა “სუხიშვილები”- რომელთა ცეკვებშიც შერწყმულია მოდერნი წარსულთან. შეგიძლიათ იხილოთ ანსამბლ სუხიშვილების "ლეკური"- ერთ-ერთი გამოსვლა არტ-გენზე, სადაც სამოსი და ილეთები თითქოს დროშია აცდენილი. აქვეა გამოფენა-გაყიდვა ხალხური ხელნაკეთი ნივთებისა, ტრადიციული კერძებისა და თამაშებისა.

ყოველი ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არსებობისთვის არის ის, თუ რას ფიქრობს მასზე შთამომავლობა ... როგორც გალაქტიონი იტყოდა თავის დროს, სხვა შემთხვევაში ის არსებობას შეწყვეტს და დროსთან ერთად ჩაიფერფლება. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ზუმბა და მისი მეგობრები ცდილობენ მიიპყრონ ახალგაზრდების ყურადღება. ეს შეიძლება ჩაითვალოს მიზეზად იმისა, რომ ხალხური მუსიკის პარალელურად ფესტივალზე უკრავენ თანამედროვე როკ-ჯგუფის წარმომადგენლები. ეს კი ნამდვილად წარმატებული სვლა იყო. კიდევ ერთი რამ, რასაც დავამატებდი. არტ-გენის სულისჩამდგმელნი ყოველ წელს ირჩევენ ერთ კონრეტულ თემას, რაც იქნება წამყვანი ფესტივალისთვის. ეს არის ერთგვარი მოტივაცია მოსახლეობისთვის, რომ აწარმოოს რაღაც ახალი ფესტივალისთვის. მაგალითად, 2004 წელს მთავარი თემა იყო “ოჯახური ფოლკლორი და პოლიფონიური ხმები", 2006 წელს ასეთი თემა იყო “კავკასიური სახლები დ ტრადიციული მედიცინა” , მოგვიანებით, 2009 წელს “საქართველოს ეკოლოგია და ბიო პროდუქტები" და ა.შ.


6 მიზეზი რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არტ-გენ ფესტივალში?

    • არტ-გენ ფესტივალმა დაამტიცა, რომ არის ყველაზე წარმატებული პროექტი, თვითმზარდი და მაღალი დასწრებით გამორჩეული მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
    • ამ ფესტივალის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება დღითიდღე, წლიდან წლამდე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
      • ფესტივალში მონაწილეობას იღებენ არამხოლოდ ქართველები, ასევე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები: ჩეჩნები, ინგუშები, უკრაინელები, თურქები, ჩინელები, იაპონელები, ფრანგები და ა.შ.
        • აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს, რადგან ეს ფესტივალი მოიცავს უზარმაზარ არეალს კულტურული აქტივობებისა, მათ შორის: ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობა, ხელოსნობა, ხალხური მუსიკა, თანამედროვე მუსიკა, კალათების დაწვნა, ქსოვა, თიხის ჭურჭელი, ტანსაცმელი, ხეზე კვეთა, სამკაულები, კულინარია… შეიძლება ითქვას, ყველაფერი.
          • არტ-გენ ფესტივალი ხაზს უსვამს იმ აქტივობებს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობას მოიცავს.
            • და ბოლოს, ის იმართება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კუს ტბის მახლობლად, ღია ცის ქვეშ, სადაც ყველაფერ ამასთან ერთად შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი გარემოთი და ბუნების სიმშვიდით.


            სად მდებარეობს გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი?

            დარწმუნებული ვარ, არ ინანებთ.


            თეგები: #გართობა #კულტურა #ტრადიცია #ხალხური მუსიკა #თანამედროვე ხელოვნება #ხელნაკეთი #დელიკატესი #ეთნოგრაფიული მუზეუმი
            კომენტარები

            კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

            დაწერეთ კომენტარი
            Cafes Georgia
            Cafes Georgia

            Can you write an article about shopping malls and stores in Tbilisi? like where to buy luxury brands. For example https://nonamestores.com/

            დაწერეთ კომენტარი