02 სექტემბერი, 2018

ღვინის ფესტივალი 2018, თბილისი

tbilisoba wine festival

ვარდობის თვე თბილისში ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელ პერიოდად იქცა, რადგან ის დაკავშირებულია არა მხოლოდ ბუნების აფეთქებასთან ათასგვარი ყვავილებითა და სურნელით, აგრეთვე ღვინის ფესტივალთანაც. ეს დღე ღვინის მოყვარულთათვის ნამდვილად საოცნებო დღესასწაულია.ეს არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც პირველად ჩატარდა 10 წლის წინ. წარმოდგინეთ, 60-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ღვინო შეგიძლიათ დააგემოვნოთ ერთ დღეში, თანაც სრულიად უფასოდ! თითქმის წარმოუდგენელია… შეგიძლიათ დახლებს შორის იხეტიალოთ ღვინის ჭიქით ხელში, და სხვადასხვა კომპანიებისა თუ საოჯახო მეღვინეობის განსხვავებული სახეობები მიირთვათ.

ასე რომ , თუ გიყვართ ღვინო, არ უნდა გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და აუცილებლად უნდა დაესწროთ ამ ფესტივალს. ამგვარად შეგეძლებათ აღმოაჩინოთ არაერთი ღვინის სახეობა, რომელიც ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი, თქვენი საყვარელი არომატი აქვს და შესაძლოა აქამდე არც იცოდით. აქვე შეგიძლიათ დატკბეთ ქართული ტრადიციული ცეკვებით, ფოლკლორით, შეიძინოთ სუვენირი თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის, რომელიც ამ დაუვიწყარ დღეს კიდევ უფრო სიმბოლურს გახდის.
როგორც უკვე აღვნიშნე, აქ შეხვდებით როგორც ცნობილ, დიდ ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, აგრეთვე პატარა საოჯახო მეღვინეებს საქართველოს ყოველი კუთხიდან. სტუმრებს კი შეგეძლებათ სურვილისამებრ დააგემოვნოთ ჯადოსნური სასმელი. მოგეხსენებათ დასწრება თავისუფალია. ფესტივალი იწყება ტრადიციულად ქვევრის გახსნით, მთაწმინდის პარკში, რომელიც მხარს უჭერს ამ ფესტივალს საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ერთად. ქვევრის გახსნის ცერემონიალის შემდგომ, სტუმრებს შეგეძლებათ პირის ჩატკბარუნება არა მხოლოდ ღვინით, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ქართული ყველით, საუკეთესო ჩურჩხელებითა და ჩირით, ცხელი, ახლად გამომცხვარი პურით. შეუძლებელია არ აჰყვეთ ცდუნებას და არ მიირთვათ მწვადი, რომლის სურნელიც ნამდვილად თავბრუს დაგახვევთ. მით უმეტეს, ღვინის გასინჯვის შემდგომ.

შეგიძლიათ Giffer-თანაც გადაიღოთ სამახსოვრო მოძრავი სურათი, და გაუზიაროთ თქვენი ემოციები მეგობრებს პირდაპირ მთაწმინდის პარკიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ფესტივალის მთავარი დანიშნულება ხმ 10 საუკეთესო ღვინის გამოვლენაა. აქ გაიმართება “შეჯიბრი”, ფარული სომელიეები შეაფასებენ სხვა სტუმრებთან ერთად ღვინოების ხარისხს, გემოს და ხმის მიცემის საფუძველზე დღის ბოლოს გამოცხადდება “10 ღვინო, რომელიც უდნა დალიო, სანამ ცოცხალი ხარ.” ამ პროექტის საფუძველზე ხელი ეწყობა ქვეყანაში ღვინის კულტურის განვითარებას, ცნობადობის აწევას საზოგადოებაში და პოპულარიზაცია.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოში ცნობილია, როგორც ღვინის ქვეყანა, მაინც ეს პროექტი ჯერ კიდევ “უცხო ხილია” ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს ერთგვარი სიახლეა, რომელიც ქალაქს საოცარი ემოციებით ავსებს და გამოაცოცხლებს. ახლად დაწურული ღვინო მორჩილად იცდის მთაწმინდის პარკში, ელოდება, როდის აღმოაჩენენ. ამ დღეს მთაწმინდის პარკი ივსება ბლოგერებით, ჟურნალისტებით, ტურისტებით, უბრალოდ ღვინის მოყვარულებით და თითქოს აღვიძებენ ძველ ტრადიციას, რომელიც ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის სიმბოლოს წარმოადგენდა- ალბათ დიონისე ფრიად კმაყოფილი დარჩებოდა, ეს დღეობა თავისი თვალით რომ ეხილა.


ტრადიციული ბარბიქიუც მზადაა რომ დაგეხმაროს სტუმრებს სიფხიზლის შენარჩუნებაში.თბილისის მზით გამთბარი მთაწმინდის პარკი ნამდვილად იმსახურებს იმ ყურადღებას, რაც მოიპოვა ამ დღეს. ღია ცის ქვეშ, მზის თბილ გარემოში უტკბილესი ღვინო მხოლოდ თქვენ გელოდებათ. ასე რომ, არ გამოგრჩეთ 2018 წლის 12 მაისი, და აქციეთ ეს დღე თქვენი ოჯახისა და მეგობრებითვის ტრადიციად. დამიჯერეთ, თუ ერთხელ “მოიწამლებით”, სამუდამოდ დაიმკვიდრებს თქვენს გულში ადგილს.

 არ გამოტოვოთ 2018 წლის 12 მაისი, გელოდებით მთაწმინდის პარკში. 


თეგები:
review

დაწერეთ კომენტარი

გაგვიზიარე შენი იდეები, დაწერე კომენტარი და დაგვეხმარე ინფორმაციის უკეთ გაზიარებაში

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
abanos ugheltekhili
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, კულტურა, ისტორია

თუშეთი - საქართველოს ულამაზესი მხარე

თუშეთი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ...

sighnaghi
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია

5 საუკეთესო ტურისტული ადგილი კახეთში

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონია. ესაა შესანიშნავი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის, ცნობილია რა, ...