შემოდგომის დადგომასთან ერთად მეგობრებმა ჩვენი მოგზაურობის გაგრძელება ბირთვისის მოვლით დავიწყეთ. ადრიან დილით შეკრებილები, თბილისიდან 8 საათზე გასულები, დაახლოებით 9 საათისთვის ჩავედით დანიშნულების ადგილას. იქიდან გამომდინარე, რომ ლანდშაფტი კლდიანი და უსწორმასწოროა, მანქანა მთის დასაწყისში დავტოვეთ და სვლა ფეხით განვაგრძეთ. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულების მთავარ წერტილს, გზად უფრო და უფრო გვიჭირდა საკუთარი აღტაცების დამალვა. სანამ ბირთვისის ხეობას ჩავუყვებოდით, ავიარეთ არც თუ ისე დიდი (და როგორც უკან დაბრუნებისას ვფიქრობდით, არც თუ ისე ძნელი) მთა, რომელზეც თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვჩერდებოდით და ვცდილობდით მაქსიმალურად დავმტკბარიყავით თვალისმომჭრელი ხედით,მხოლოდ ბირთვისთვის დამახასიათებელი კლდეებით და უეცრად დამდგარი შემოდგომის აჭრელებული ხეებით. ბევრი არ გვივლია, ისე მივადექით პატარა ჩასახვევს. ორივე მხრიდან უზარმაზარი ლოდებით შემოსაზღვრული ძალიან ვიწრო გზით ვიარეთ მცირე ხანი და ჩავედით უამრავი საცოცი კლდით სავსე, საკარვე ზონის გარშემო კანიონებით შემორტყმულ ულამაზეს ხეობაში. პატარა გამოქვაბულს მივადექით, ზედმეტი ტვირთი იქვე დავტოვეთ და გზა განვაგრძეთ ხეობის ყველაზე მაღალი კლდისაკენ ბირთვისის ციხე-კოშკის - „შეუპოვარის’’ სანახავად.

საპიკნიკე ადგილი ბირთვისში


უნდა
აღინიშნოს, რომ ამინდი მთელი დღის განმავლობაში გვიწყობდა ხელს - მზე თითქოს გრძნობდა, რომ ჩვენი სიარულის დროს არ უნდა გამოსულიყო და მხოლოდ კოშკზე ასულებს გადმოგვხედა, სურათებისა და ვიდეოს გადასაღებად ისედაც ულამაზეს გარემოს მეტი ფერები შეჰმატა და შემდეგ მიიმალა. ერთადერთ პრობლეას ის წარმოადგენდა, რომ ჩვენი მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა წვიმას ახალი გადაღებული ჰქონდა, ამიტომ ზოგ ადგილას ფეხი გვისრიალებდა და გვირთულდებოდა კლდეებზე ასვლა. რაც შეეხება გზას, ბირთვისის ციხეზე ლაშქრობა რთული მოგზაურობების სიაში არ შედის, თუმცა, ჩვენთვის მაინც არ ყოფილა ადვილი ზოგ ადგილას, საკმაოდ დამრეც კლდეებზე აძრომა, რაშიც ალპინისტური თოკი დაგვეხმარა.ალპინისტური თოკით ასვლა-დაშვებაც ჩვენთვის ახალი ხილი იყო და ადრენალინმა რათქმაუნდა თავისი გააკეთა და დაგვაძლევინა სიმაღლის შიში და ჩვენთვის რთული დამრეცი კლდეები.

ბირთვისის ციხე - შეუპოვარი


თუმცა
, რაც უფრო მაღლა მივიწევდით მთაზე, უფრო და უფრო აზარტში შევდიოდი, სუფთა ჰაერი და გამაოგნებელი ხედებიც თავისას შვრებოდა და ინტერესი, რა დაგვხვდებოდა ზევით, იზრდებოდა . ამიტომ, იმ ფაქტს, რომ გამოუცდელები ვიყავით მსგავს გზებზე სიარულში, დიდად არ შევუშინებივართ და დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში აღმოვჩნდით მთის წვერზე. პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ დავსტაცეთ ხელი ფოტოაპარატებსა და ვიდეოკამერებს, თუმცა, მალევე მივხვდით, რომ მსგავსი სილამაზისა და თვალწინ გადაშლილი უკიდეგანო სივრცის ფოტოზე აღბეჭდვა შეუძებელი იყო. მთაზე ასულებს ნელ-ნელა ეიფორიის შეგრძნება გვიპყრობდა და ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდით, ის იყო, რომ დავმტკბარიყავით თითოეული იქ, სადღაც ღრუბლებთან ახლოს გატარებული წამით და კადრები ფირზე თუ ვერა, გონებაში მაინც აღგვებეჭდა კარგად.

ბირთვისი


ბირთვისის ციხეში დაახლოებით საათნახევარი დავყავით და ალბათ, შიმშილსა და დაღლილობას რომ არ შევეწუხებინეთ, არც გაგვახსენდებოდა უკან, მთის ძირში დაბრუნდება. ნელ-ნელა, ფრთხილადჩამოფოფხებულებმადასამშვიდობოს გამოსულებმამწვადები მივირთვით, სუფთა წყლით გული ვიჯერეთ და მცირე ხნით დასვენების შემდეგ, კლდეებზე საცოცადაც წავედით...

ბირთვისის ციხე - შეუპოვარი


სიტუაცია
საკმაოდ კომიკური აღმოჩნდა, რადგან ბუნებრივ კლდეებზე ცოცვის გამოცდილება საერთოდ არ გვქონდა და წინასწარი მოლოდინი და წარმოდგენები საბოლოო ჯამში იმედგაცრუებით შეგვეცვალა, რადგან ერთ მეტრზე მაღლა ვერც ერთმა ჩვენგანმა მოახერხა ასვლა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენში არ ყოფილა, ნამდვილად რთული ტრასებია და ხელის მოსაჭიდი ნაპრალები ჩამომტვრეულია. ამ ფაქტმა, თავისთავად, მოტივაცია მოგვცა შემდგომში ბუნებრივ კლდეებზე ცოცვაში დასახვეწად.

ცოცვა ბირთვისში


სანამ
ჩვენ აუჩქარებლად შევასრულეთ ყველაფერი, რაც იმ დღეისთვის გვქონდა დაგეგმილი, დაღამდა კიდეც და, მართალია, ყველა კუნთის/სხეულის ყველა ნაწილის ტკივილით, მაგრამ (ჩვენდა გასაკვირადაც) შეუჩერებლად, ნელა, მაგრამ ყოჩაღად გავიარეთ უკანა გზა ხეობიდან გასასვლელად და მანქანასთან დასაბრუნებლად.

საბოლოოდ, ბირთვისის მოვლა ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ ლაშქრობებიდან, რომლის შემდეგაც სახლშიძალაგამოცლილები, საშინლად დაღლილები, მაგრამ, ამავდროულად, უბედნიერესები და სრულიად კმაყოფილები, ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით ავსებულნი დავბრუნდით.

ბირთვისი

რჩევები :

1. აუცილებლად ჩაიცვით ისეთი ფეხსაცმელი,რომელიც არ ცურავს და ზედაპირზე მყარად დგას.

2. გამოცდილი გიდის გარეშე ნუ შეეცდებით დამრეც კლდეებზე ასვლას,რომელებიც თავიდან საკმაოდ მარტივად გამოიყურება.

3. თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი კანიონებში სირულისას შესაძლოა დასველდეთ.

4. გაითვალისწინეთ,რომ ბირთვისის ხეობაში მობილური ტელეფონი უმეტესად არ იჭერს. სიხშირის კარგად დაჭერა მხოლოდ ბირთვისის ციხესთანაა შესაძლებელი.