ყველამ ვიცით, რომ ერთ დღეში შეუძლებელია ქალაქის დათვალიერება, მაგრამ შესაძლებელია ქალაქის რიტმის შეგრძნობა. თბილისი ეკლექტურია თავისი ძველი  და ახალი შენობებით. ერთ დღეში შეგიძლიათ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ რამდენიმე ადგილს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა.

ადრე ადექი, დღე დაიწყე მთაწმინდის პარკით, რომელიც 770 მეტრის სიმაღლის მთაზეა განთავსებული.  იქიდან მთელი თბილისი ჩანს, ხედი საოცრად ლამაზია. გასართობი პარკი გთავაზობთ სხვადასხვა კაფეს, ბავშვთა გასართობ ცენტრს, პიკნიკის ზონას, დიდ ეშმაკის ბორბალს და სხვა გასაოცარ აქტივობებს. აქედან დაბრუნდით უკან, თავისუფლების მოედანზე და გააგრძელეთ თქვენი ექსკურსია, ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც შესანიშნავი სახეტიალო ადგილია სუვენირების საყიდლად, ადგილობრივი საჭმლის გასასინჯად და ძველი ქალაქის სილამაზის შესაგრძნობლად.


მთაწმინდა

 

ლესელიძიდან მარტივად მიხვალთ თბილისის ბოტანიკურ ბაღამდე, ბაღის კოლექცია მოიცავს 4500-ამდე  მცენარის სახეობას, როგორც კავკასიიდან, ისე მსოფლიოს სხვა  რეგიონებიდან.

თბილისის ბოტანიკური ბაღი


შემდეგი მიმართულება აბანოთუბანია, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია, ლეგენდის მიხედვით მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა ახალი დედაქალაქი, მას შემდეგ, რაც მისი მიმინო ნადირობისას ცხელ წყალში ჩავარდა. აბანოთუბანი სიტყვასიტყვით ნიშნავს აბანოს უბანს, გასაკვირი არაა ის რომ ეს ადგილი თავისი გოგირდის აბანოებითაა ცნობილი, თუ აბანოში შესვლა გინდათ, ცოტა შეისვენეთ და რელაქსაცია განიცადეთ, აბანოს შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ექსკურსია უფრო მეტი ენერგიით.

აბანოთუბანი


აბანოთუბანიდან შეგიძლიათ ნახოთ ლეღვთახევი, ლამაზი ადგილი მშვენიერი ჩანჩქერით. ამ ადგილის სახელი წარმოიშვა ხილი, ლეღვისგან და ხევისგან.

ლეღვთახევის ჩანჩქერი


აქედან გაეშურეთ რიყის პარკისკენ ფანტანებისა და ყველასთვის ნაცნობი, მომაჯადოებელი მშვიდობის ხიდის სანახავად, რომელიც საოცარი სანახავია ღამღამობით, თავისი LED განათებით.

რიყის პარკი


თუ დრო დაგრჩათ, საბაგიროს მეშვეობით ნახეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც თარიღდება მე-4 საუკუნით, ასევე ნახეთ ქართლის დედის ქანდაკება.

ნარიყალა


დამღლელი და ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს, გადაკვეთეთ მშვიდობის ხიდი და წადით ძველ თბილისის პატარა ქუჩაზე სახელად შარდენი, ესაა თბილისში აუცილებლად სანახავი ადგილი. შარდენის ქუჩაზე თავმოყრილია სხვადასხვა რესტორანი, კაფე და ბარი ყველა ტიპის მოგზაურისთვის.

შარდენი

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!