ლაშქრობისა და ბუნებაში ხეტიალის მოყვარულები ხშირად ვდგებით ერთი და იმავე პრობლემის წინაშე. გვჭირდება საიმედო მეგზური, რომელიც გზას გვიჩვენებს და არ გვიღალატებს გაჭირვების ჟამს. რადგან ჭკვიანი ტელეფონი უკვე მქონდა, აღარ მიფიქრია რაიმე სხვა დამატებითი მოწყობილობის შეძენაზე და გადავწყვიტე მობილური ტელეფონი აღმეჭურვა შესაბამისი აპლიკაციით. ბევრი ძებნისა და პრაქტიკაში განცდილი მარცხის შედეგად აღმოვაჩინე აპლიკაცია ViewRanger, რომელიც სრულად შეესაბამება ჩემს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

ძირითადი მოთხოვნები/კრიტერიუმები რომელთა მიხედვითაც ვარჩევდი აპლიკაციას:
• ტოპოგრაფიული offline რუკა (მაღალმთიან რეგიონებში მობილური კავშირგაბმულობა ჯერ კიდევ პრობლემაა);
• მარშრუტის შეტანის შესაძლებლობა;
• საინტერესო ადგილების დატანის შესაძლებლობა (POI – Point of Interest);
• გადაადგილების ჩაწერის შესაძლებლობა (Track Record);
• აპლიკაციის სანდოობა (error, crash პრობლემებისგან დაცულობა).

აპლიკაცია წარმატებით ართმევს თავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციას და აღსანიშნავია მისი სანდოობა. წელიწადზე მეტია რაც აპლიკაციით ვსარგებლობ და არცერთხელ არ “დაუჩოქია” (error, crash).

აპლიკაცის, საბაზისო მოთხოვნების მიღმა, აქვს თავისი web პლატფორმა სადაც შეგიძლიათ:
• რუკაზე დახაზოთ მარშრუტი და გადაიტანოთ მობილურში (მობილური და web პლატფორმა სინქრონირდება და არ გიწევთ ფაილების ხელით გადატანა);
• მარშრუტი შეადგინოთ ძველი ჩანაწერიდან;
• მოძებნოთ და ჩამოწეროთ სხვა მოლაშქრეების მიერ შედგენილი მარშრუტები;
• დეტალურად დაათვალიეროთ თქვენი ჩაწერილი მარშრუტები (track). ინფორმაცია მოიცავს გავლილ მანძილს, ვერტიკალში გადაადგილების გაანგარიშებას, საშუალო სიჩქარეს და ა.შ.

აპლიკაცია web პლატფორმის გარდა თავსებადია GPX ფორმატთან, რომელიც ყველაზე გავრცელებული და უფასო ფორმაციაა.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია android-სა და iOS-ზე.

იხილეთ ძირიტადი ოპერაციები ინსქტრუქცია.

თქვენ რომელ აპლიკაციას გაუწევდით რეკომენდაციას და რატომ?