ტურისტთა უმეტესობა, რომელიც ახალ ლოკაციას კარგად არ იცნობს ამჯობინებს გადაადგილების ძირითად საშუალებად ტაქსის არჩევას. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ინდივიდუალური ტაქსის მძღოლები აუცილებლად ეცდებიან ისარგებლონ ტურისტის არაინფორმირებულობით. გაგაცნობთ იმ შესაძლო დაბრკოლებებს რომლსებსაც ტაქსის ინდივიდუალურ მძღოლებთან ურთიერთობისას შეეჩეხებით:

  • ძირითადი პრობლემა ენობრივი ბარიერია. უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მეტ წილად იციან რუსული, ახალგაზრდებმა ინგლისური, თუმცა ტაქსის მძღოლთა უმეტესობა მშობლიური ენის გარდა არ ფლობს არც ერთ სხვას, ამიტომაც ცდილობენ სხეულის ენით აწარმოონ კომუნიკაცია. ეს კი გაუგებრობების ალბათობას ზრდის და მეტი შანსია დასრულდეს უსიამოვნო სიტუაციით.

  • ინდივიდუალური ტაქსის მძღოლებს ძალიან უყვართ საუბარი და სოციალიზაცია, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა კომუნიკაციის საერთო საშუალება მგზავრთან.(ენა) ამიტომაც ამგვარი არჩევანისას გაითვალისწინეთ, რომ გადაადგილება საკმაოდ მოსაბეზრებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

  • ინდივიდუალური ტაქსის მძღოლი აგრეთვე შესაძლოა აღმოჩნდეს პროვინციელი და კარგად არ ფლობდეს ქალაქის ქუჩებს, რაც ასევე პრობლემატურია.

  • ფასები მუდმივად ცვალებადია. ინდივიდუალურმა მძღოლმა შესაძლოა გაზარდოს ტარიფი გადატვირთულ (პიკის) ან ღამის საათებში მომსახურების გამო.

  • ინდივიდუალური ტაქსის მძღოლის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ვერ იქნებით დარწმუნებული. ღამის საათებში ქუჩაში უბრალოდ გაჩერებული ტაქსის მძღოლი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იყოს, ან არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდეს.

ამგვარი პრობლემების თავიდან ასარიდებლად უმჯობესია, თუ ისარგებლებთ ტაქსის კომპანიების გლობალური ან/და ლოკალური ქსელით. ამ შემთხვევაში მიიღებთ ფიქსირებულ ტარიფს მგზავრობაზე, შედარებით კომფორტულ ავტომობილს, ქალაქის ქუჩების გარანტირებულ ცოდნას. კომპანიები მონიტორინგს ახორციელებენ საკუთარ კადრებზე, რაც მათ არაფხიზელ ან გაუწონასწორებელ მდგომარეობას ფაქტობრივად გამორიცხავს. ნაკლებ სავარაუდოა იყოს ენობრივი ბარიერი, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ შეგექმნებათ დაბრკოლება, რადგან ძირითადი ინფორმაცია (ფასი, დანიშნულების ადგილი) წინასწარ შეთანხმებულია კომპანიასთან. ტაქსის კომპანიები ამგვარად დიდ უპირატესობას ფლობენ.

აეროპორტიდან ტრანსფერის და სამი ყველაზე პოპულარული ტაქსის კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ტრანსფერი თბილისის აეროპორტიდან