თუ აპირებ საქართველოში მოგზაურობას ტურისტული ან ბიზნეს გეგმით, დაგჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიწყო, ან საიდან უნდა დაიწყო. ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, რომ ეს  პროცესი ისეთივე დამღლელი და მომაბეზრებელი იქნება, როგორიც სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლის სამზადისი იქნებოდა. მაგალითად: პირველ რიგში, ვიზა დოკუმენტის მიღება. და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ვიზა მიიღო ? შენი პირადი დოკუმენტების შეგროვება, კიდევ სხვა დოკუმენტების შეგროვება, კიდევ დოკუმენტების შეგროვება და ა.შ. ამის შემდგომ, უსასრულოდ ცდა რიგში იმ ადამიანებისა, ვინც შენსავით დოკუმენტებით დახუნძლული დგას და ელოდება ...
დღეისათვის, რახან საქართველომ სახელი გაითქვა ტურისტებში, ვგონებ, კარგი იქნება თუ მოგახსენებთ რამდენიმე მარტივ გზას, რომელთა მეშვეობითაც მოგზაურობის დაგეგმვა უფრო მარტივი იქნება თქვენთვის. 2014 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიტანეს სავიზო რეჟიმში ცვლილებები. დაიწყო ახალი სავიზო პოლიტიკა. ახალი რეგულაციების დახმარებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია სულ რაღაც 5 წუთში, ნამდვილად სწორად წაიკითხეთ, 5 წუთში მიიღოს ვიზა საქართველოში სამოგზაუროდ. ეს ყველაფერი არ არის. ვიზი მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, მაშინ, როდესაც სავარძელში კომფორტულად ხართ მოთავსებული, მანქანაში ყოფნისას, სამსახურის ოფისიდან… ნამდვილად კარგად ჟღერს, არა? ერთდერთი, რაც ვიზის მისაღებად გჭირდება, არის არა საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა, არამედ უბრალოდ  შემდეგ საიტზე გადასვლა. უმარტივესი გზით უნდა მიუთითოთ თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეობა გაქვთ, აღნიშნოთ რა მიზნით გსურთ საქართველოში ჩამოსვლა, მიუთითოთ ხანგრძლივობა დ დათანხმდეთ ჩვენს პირობებს. აქვე შეავსებთ თქვენს პირად ინფორმაციას და გადაუგზავნით დოკუმენტებს. სულ ეს არის, არ მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ ადგეთ და ბარგი ჩაალაგოთ, რადგან მონაცემების შეყვანიდან უმცირეს დროში მეილზე მიიღებთ ელექტრონულ ვიზას. აი, ასე მარტივად მოქმედებს ჩვენთან სავიზო წესები. აქაც ქართველების ბუნება ჩანს კარგად, გვიყვარს სტუმრები და რა ვქნათ ?!
 


თუმცა, ძალინ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ ეს სისტემა ყველას არ აძლევს უფლებას საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა მიიღოს. მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ  გამოაქვეყნა რიგი სახელმწიფოებისა, რომელთა მოქალაქეებსაც არ აქვთ უფლება საქართველოში ჩამოსვლის. მიზეზი ძირითადად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ასეთი ქვეყნების რაოდენობა არის 24. თქვენ ზემოთხსენებულ საიტზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ნამდვილად შეგიძლიათ თუ არა ჩვენი ვიზა მიიღოთ.
  
კიდევ რა ინფორმაცია გამოადგება ტურისტს, რომელიც საქართველოს მონახულებას აპირებს? ვფიქრობ, კარგი იქნება იმის ცოდნა, თუ რ ტიპის ვიზები გაიცემა საქართველოში. 

უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისთვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, შეიძლება გაიცეს საქართველოს ვიზა ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.
  • ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.
  • მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და აქვს მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.
  • გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში.

სულ ეს არის, იმედია სტატიით მიღბულ ინფორმაციას მალევე გადაამოწმებთ და ეწვევით საქართველოს.