საინტერესო ადგილები

შედეგების დალაგება:

შაორის წყალსაცავი
0 შეფასება

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ.

დაშბაშის კანიონი
0 შეფასება

დაშბაშის კანიონი განსაკუთრებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვისაც მცირე დისტანციის გავლის ფასად თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება უყვართ ჩვენი ქვეყნის საოცარ ადგილებში.

ბატეთის ტბა
0 შეფასება

საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში ტბის პირას ეს ადგილი გაამართლებს თქვენს სურვილებს.

თელავი

თელავი ქალაქი

0 შეფასება

თელავი კახეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 160 კილომეტრში და საშუალო სიდიდის ქალაქია. იყო დრო, როდესაც თელავს უმნიშვნელოვანესი საქარავნო გზის დანიშნულება ჰქონდა ევროპასა და აზიას შორის...

მესტია

მესტია ქალაქი

0 შეფასება

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. იგი მდებარეობს მწვერვალებითა და მთებით გარშემორტყმულ ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1500 მეტრია.

ოზურგეთი

ოზურგეთი ქალაქი

0 შეფასება

ოზურგეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. იგი წარმოადგენს გურიის, როგორც ადმინისტრაციულ, ისე ისტორიულ ცენტრს.

Pankisi Camping - ანუ შემიყვარე თუ გაბედავ

საქართველოში დღემდე არსებობს ისეთი ტაბუდადებული ადგილები, სადაც არათუ წასვლა, მასზე ლაპარაკიც კი სახიფათოდ მიაჩნიათ. პანკისის ხეობაც მათ სიაშია. მანო ქავთარაძემ და ბეგი ბორჩაშვილმა გადაწყვიტეს ეს სტერეოტიპი დაენგრიათ, გაეცნოთ პანკისის ბუნება ქართველი თუ უცხოელი მოლაშქრეთათვის და ექციათ პანკისი ერთ-ერთ წამყვან საქემფინგო ადგილად საქართველოში. ყველაფერი გენიალური ხომ სწორედ დიდი სურვილითა და გამბედაობით ისხამს ფრთებს..

ჭინჭაოს ტბა
0 შეფასება

ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებაორებს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.

გომისმთა

გომისმთა კურორტი

0 შეფასება

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. სიმაღლე ზღვის დონიდან 2100 - 2755 მეტრამდეა.

ქუმელაურთა

ქუმელაურთა სოფელი

0 შეფასება

სოფელი ქუმელაურთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მდინარეების თუშეთის ალაზნისა და ხისოს ალაზნის შესართავის მახლობლად.

მეტის ჩატვირთვა