დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბათუმის პიაცა, პიაცას მოედანი - Batumi piazza , piazza square ბათუმის პიაცა, პიაცას მოედანი - Batumi piazza , piazza square ბათუმის პიაცა, პიაცას მოედანი - Batumi piazza , piazza square

ბათუმის პიაცის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის პიაცა — მოედანი კაფე-ბარებითა და რესტორნებით აჭარაში, ქალაქ ბათუმში. გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. მოედანს გარს აკრავს რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საათები მოძრავი ფიგურებით, შენობების კასკადი - აშენებული როგორც პატარა იტალია, საღამოობით ცოცხალი მუსიკა და სხვა.

ევროპაში ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკის მქონე ეს მოედანი ბათუმელებისა და მისი სტუმრების თავშეყრის კიდევ ერთი საყვარელი ადგილია. იგი 5700 კვადრატულ მეტრზეა აშენებული და გამორჩეულია, როგორც თავისი მოხატულობით, ისე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. 


ისტორია

მოზაიკა შეიქმნა 2010 წელს ნატალი დე პიტა-ამირეჯიბის ორიგინალური ესკიზის მიხედვით. მოზაიკა დამზადდა აბუ-დაბიში, კომპანია „ფანტინი მოზაიჩის“ სახელოსნოში, და შემდეგ გადმოტანილი იქნა ბათუმში. მოზაიკის ცალკეული ნაწილები ერთ მთლიანობად აიწყო უკვე ადგილზე ათ დღეში 2010 წლის აგვისტოში. პროექტს ხელმძღვანელობდა უშუალოდ ნატალი დე პიტა-ამირეჯიბი. ბათუმში მოსამზადებელ სამუშაოებს უზრუნველყოფდა ქართული სამშენებლო კომპანია „მონოლიტი“.

მოზაიკა შეიქმნა 1 კვ. სმ ზომის 88244735 დაჭრილი და დამუშავებული ფილებისაგან, რომლებიც გაერთიანდა 1764895 სეგმენტში. მოზაიკის მასალაა მარმარილო, რომელიც შეგროვდა მსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაში. ზღვის ქალღმერთის იისფერი კაბა და მეორე ქალღმერთის წითელი კაბის მუქი ნაწილი დამზადებულია კერამიკული მასალისგან.


კონცეფცია

მოზაიკის კონცეფციაა ზღვის სტიქიის მარადიული მოძრაობის და თანამედროვე საქალაქო სივრცის განუწყვეტელი განვითარების შერწყმა. მოზაიკის კომპოზიცია წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის რვა წრეს, რომლებიც უშუალოდ ერთმანეთშია მოთავსებული, რაც მოგვაგონებს წყლის ძაბრს ზღვის წყნარ ზედაპირზე. ყველა წრე მორთულია სხვადასხვა ორნამენტული და ფიგურატული ელემენტებით.

ცენტრალური შიდა წრე წარმოადგენს ფიგურატულ კომპოზიციას, რომელიც შედგება ქალის ხუთი ფიგურისგან. ეს ფიგურები ანსახიერებენ ზღვის ღვთაებების ქალურ სახებას, რომლებსაც აცვიათ სხვადასხვა ფერის სამოსი: წითელი, ცისფერი, იისფერი, ვარდისფერი და მწვანე. ყოველი ფერი შეესაბამება პერსონაჟის ხასიათს.

ცნობილია, რომ კომპოზიციის ცენტრალური ფიგურის — პატარა ქალთევზას პროტოტიპია დიზაინერის ქალიშვილი ხუთი წლის რომინა. მოზაიკა პიაცაზე არის ამ ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს.

თეგები: #ღვინო #კაფე #არქიტექტურა #შენობა #ლაუნჯი #კვება #კვების ობიექტი #ბარი #რესტორანი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის პიაცა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 322 601****