ბახმარო არის მთის კურორტი გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის ქმნის უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუმცა შესაძლებელია ბურანის ქირაობა- ჩოხატაურში და შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტზე ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია თოვლის მანქანის ქირაობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -5C-ია, ზაფხულიც ზომიერად გრილია, საშუალო ტემპერატურა -14C. ბახმარო ჩოხატაურიდან დაშორებულია 52კმ-ით, თბილისიდან 340კმ-ით. გზის საფარი არის ასფალტიანი და შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით მისვლა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2050 მ. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია. წყალგაყვანილობა არ არის, ამიტომ წყლის მოტანა წყაროდან მოგიწევთ. კურორტზე ფუნქციონირებს ერთი სასტუმრო „ბახმარო“, სადაც ფასები, რაღა თქმა უნდა, კოტეჯებთან შედარებით მაღალია. ადგილზე არის რამდენიმე მაღაზია, აგრეთვე, პატარა ბაზარი ხილ-ბოსტნეულის შესაძენად, რამდენიმე კაფე, და მცირე გასართობი პარკი პატარებისთვის. ბახმაროში დამსვენებლებს ასეთი ტრადიცია აქვთ: საღამოობით იკრიბებიან ერთად,ანთებენ კოცონს და სასიამოვნოდ ატარებენ საღამოს.

ბახმაროში არის მთა გადრეკილი, დამსვენებლებში მთა ცნობილია "მზის ამოსვლის გორის" სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია, საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან მთაზე, სადაც მართლაც საოცარი სანახაობაა, ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე. არანაკლებ სილამაზეა აქ მზის ჩასვლის ყურებაც, სასიამოვნო სიო და ჩამავალი მზის სხივების ციმციმი....

ბახმარო, მთა გადრეკილი


ბახმარო მხოლოდ ზაფხულის კურორტი როდი გახლავთ, აქ გაზაფხულზეც შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნო დრო, სოფელში მწყემსები ამოდიან და საქონელი ამოჰყავთ. უმეტეს წილად აჭარიდან და ამზადებენ სხვადასხვა რძის პროდუქტებს. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს „კაიმაღი“, რომელიც თუ ერთხელ დააგემოვნეთ, მის მირთმევაზე უარს ვეღარ იტყვით. კაიმაღი რძისგან გამოცალკევებული ნაღებია და არის ძალიან მსუყე. ბახმაროსთან ასოცირდება ასევე „ნაძვის კევი“, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივ მაღაზიაში ან თქვენით მოიპოვოთ ტყეში. დამსვენებლებს შეუძლიათ ასევე ცხენით ჯირითი, ცხელი დღის განმავლობაში მდინარეში გაგრილება.

გურია ადგილზე ამზადებენ ასევე ხის სათამაშოებს პატარებისთვის, სამზარეულოს ხის კოვზებს, დაფებს და სხვადასხვა ხის ნივთებს.


ბახმარო ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, ამ სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით უნდა ნახოთ.