Biblus Gallery, cafe, shop

ბიბლუს გალერეა

კაფე
1 შეფასება

ბიბლუს გალერეის შესახებ

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ადგილის პოვნა სადაც წაიხემსებ და წიგნს წაიკითხავ ან საღამოს მეგობართან საუბარში გაატარებ ქართული ღვინის თანხლებით. ბიზნეს შევედრების ლოკაციის შერჩევაც პრობლემურია, მით უფრო თუ ქალაქს კარგად არ იცნობ.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მივხვდი, რომ მყუდროების მოთხოვნათა უმეტესობას ბიბლუსის გალერეა აკმაყოფილებს. ეს წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის განსხვავებული სტილის ობიექტებია, სადაც იყიდება უამრავი რამ. (ქართული ღვინო, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სუვენირები,საახალწლო დეკორაციები) სამკითხველო დარბაზისა და კაფის ინტეგრაცია გაძლევს საშუალებას დაისვენო და ადგილზევე წაიკითხო წიგნი მისი ყიდვის გარეშე, მშვიდ გარემოში წაიხემსო, შეხვდე მეგობარს ან მოელაპარაკო პარტნიორს მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბიბლუსის გალერეაში წიგნის წაკითხვას ადგილზე შეძლებთ, სანაცვლოდ კონსულტანს უნდა დაუტოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წიგნის დაბრუნებასთან ერთად დაიბრუნებთ სატოვებულ საბუთს. არჩევანი საკმაოდ ფართოა როგორც ჟანრის ასევე ენის თვალსაზრისით. არის წიგნები რუსულ და ინგლისურ ენაზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს შეარჩიოს მისთვის საინტერესო ნაწარმოები.

გალერეაში არსებულ კაფეებში მიირთმევთ გემრიელ ყავას ან ჩაის დესერტთან ან მსუბუქად წაიხემსებთ. სამეგობროს გასართობად ან ქართული კერძების შესასწავლად ეს ობიექტები არ გამოგადგებათ. მუშაობისთვის მშვიდი ლოკაციის მაძიებლებს უფრო შეესაბამება ეს ადგილი, მათაც ვინც განტვირთვას აპირებს ღვინისა და წიგნის თანხლებით.

ბიბლუს გარელეა თბილისში სამ ობიექტს გვთავაზობს:
ვაჟა-ფშაველას 47
ი.ჭავჭავაძის 10
ს. კანდელაკის 7

სტანდარტულად გალერეა 2 სართულს მოიცავს. პირველი ეთმობა ღვინის მაღაზიას, მეორეზე კი თავად ბიბლუსი და მისი პარტნიორი კაფეა განლაგებული. მხოლოდ ჭავჭავაძის ფილიალში შეხვდებით ბიბლუსი ქიდს-ს(0 სართულზე), რაც საბავშვო გასართობ-განმავითარებელ ზონას წარმოადგენს. დედა მშვიდად დალევს ყავას სანამ მისი მოუსვენარი პატარა გაერთობა.

ბიბლუს გალერიის ყველა ლოკაციაზე მარტივად მოხვდებით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასევე ტაქსით. დეტალების მოძიებას შეძლებთ Google Map-ის ან/და თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიათა ვებ-გვერდების მეშვეობით.

საქართველოში ტაქსის მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://georgiantravelguide.com/ka/articles/taqsis-momsaxureba-saqartveloshi/

მდებარეობა
41.709385, 44.774847
41.725388, 44.742221
41.731227, 44.767236

იხილეთ ასევე

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.მუზეუმში გამოფენილია ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

მახათის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბა...

თბილისის ზღვა - იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავ...

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა

1 შეფასება

5
Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

This is a great place for meetings, reading a book or when you are looking for calmness

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბიბლუს გალერეა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!