თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ადგილის პოვნა სადაც წაიხემსებ და წიგნს წაიკითხავ ან საღამოს მეგობართან საუბარში გაატარებ ქართული ღვინის თანხლებით. ბიზნეს შევედრების ლოკაციის შერჩევაც პრობლემურია, მით უფრო თუ ქალაქს კარგად არ იცნობ.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მივხვდი, რომ მყუდროების მოთხოვნათა უმეტესობას ბიბლუსის გალერეა აკმაყოფილებს. ეს წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის განსხვავებული სტილის ობიექტებია, სადაც იყიდება უამრავი რამ. (ქართული ღვინო, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სუვენირები,საახალწლო დეკორაციები) სამკითხველო დარბაზისა და კაფის ინტეგრაცია გაძლევს საშუალებას დაისვენო და ადგილზევე წაიკითხო წიგნი მისი ყიდვის გარეშე, მშვიდ გარემოში წაიხემსო, შეხვდე მეგობარს ან მოელაპარაკო პარტნიორს მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბიბლუსის გალერეაში წიგნის წაკითხვას ადგილზე შეძლებთ, სანაცვლოდ კონსულტანს უნდა დაუტოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წიგნის დაბრუნებასთან ერთად დაიბრუნებთ სატოვებულ საბუთს. არჩევანი საკმაოდ ფართოა როგორც ჟანრის ასევე ენის თვალსაზრისით. არის წიგნები რუსულ და ინგლისურ ენაზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს შეარჩიოს მისთვის საინტერესო ნაწარმოები.

გალერეაში არსებულ კაფეებში მიირთმევთ გემრიელ ყავას ან ჩაის დესერტთან ან მსუბუქად წაიხემსებთ. სამეგობროს გასართობად ან ქართული კერძების შესასწავლად ეს ობიექტები არ გამოგადგებათ. მუშაობისთვის მშვიდი ლოკაციის მაძიებლებს უფრო შეესაბამება ეს ადგილი, მათაც ვინც განტვირთვას აპირებს ღვინისა და წიგნის თანხლებით.

ბიბლუს გარელეა თბილისში სამ ობიექტს გვთავაზობს:
ვაჟა-ფშაველას 47
ი.ჭავჭავაძის 10
ს. კანდელაკის 7

სტანდარტულად გალერეა 2 სართულს მოიცავს. პირველი ეთმობა ღვინის მაღაზიას, მეორეზე კი თავად ბიბლუსი და მისი პარტნიორი კაფეა განლაგებული. მხოლოდ ჭავჭავაძის ფილიალში შეხვდებით ბიბლუსი ქიდს-ს(0 სართულზე), რაც საბავშვო გასართობ-განმავითარებელ ზონას წარმოადგენს. დედა მშვიდად დალევს ყავას სანამ მისი მოუსვენარი პატარა გაერთობა.

ბიბლუს გალერიის ყველა ლოკაციაზე მარტივად მოხვდებით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასევე ტაქსით. დეტალების მოძიებას შეძლებთ Google Map-ის ან/და თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიათა ვებ-გვერდების მეშვეობით.

საქართველოში ტაქსის მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://georgiantravelguide.com/ka/articles/taqsis-momsaxureba-saqartveloshi/