შდუგრა საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის თავზე ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ მყინვარი უშბის ძირში, ასევე ულამაზესი ხედი სვანეთზე. ჩანჩქერის ძირში მისასვლეად ფეხით სავალი მანძილი არის დაახლოებით 3კმ (ერთი მიმართულებით), ხოლო თუ ჩანჩქერის თავზე გინდათ მოექცეთ დამატებით 3კმ გავლა მოგიწევთ. ბოლო მონაკვეთი საშუალო სირთულის ბილიკის მიუყვება და ასევე მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ, მაგრამ ნანახით კმაყოფილები დარჩებით.