ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.

ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ სიმაღლეზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჭინჭაოს ტბასთან გადის გომისმთა - ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზა, რომლის სიგრძეც 40 კმ - ია. გომისმთიდან ბახმაროსკენ მიმავალმა შეგიძლიათ გზად იხილოთ ეს სილამაზე, დატკბეთ მშვენიერი ხედებით და გზა განაგრძოთ.

მანძილი გომისმთიდან 11 კმ-ია, თბილისიდან 350 კმ. ტრანსპორტით შესაძლებელია მისვლა ოზურგეთამდე, შემდეგ ტაქსით გომისმთამდე, გომისმთიდან კი მიდის როგორც საფეხმავლო ბილიკი, ასევე გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით.