დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
funicular, ფუნიკულიორი, მთაწმინდა, თბილისის ანძა funicular, ფუნიკულიორი მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორი, თბილისი - Mtatsminda Park, Funicular, Tbilisi მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორი, თბილისი - Mtatsminda Park, Funicular, Tbilisi მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორი, თბილისი - Mtatsminda Park, Funicular, Tbilisi Funicular  ფუნიკულიორი

ფუნიკულიორის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ფუნიკულიორი - სამთო-საბაგირო რკინიგზა, იგივე ტრამვაი, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე, თბილისში. საბაგირო გზა აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ უბანს მთაწმინდის პლატოსთან. 

ფუნკულიორის ვაგონებით მგზავრობა ერთდროულად 60 ადამიანს შეუძლია. გზად თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. ფუნიკულიორს სულ სამი სადგური აქვს: ზედა, შუა და ქვედა სადგურები. შუა სადგურიდან გასვლით თქვენ შეძლებთ ეწვიოთ მამა დავითის ეკლესიას და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, რომელიც მთაწმინდის განუყოფილი ნაწილია.

საბაგირო რკინიგზის გზის სიგრძე - 501 მეტრია. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ.

ფუნიკულიორი წელიწადის ყველა სეზონზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. 

ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან. მთლიანი მანძილის დაფარვას მხოლოდ 3 წუთს ანდომებს.

სამუშაო საათები:  09:00 -23:30. -  23:30 საათიდან ფუნიკულიორით ამოსვლა იზღუდება და მხოლოდ ზედა სადგურიდან ჩასვლაა შესაძლებელი რესტორან ფუნიკულიორის დაკეტვამდე.


ისტორია

1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნიკულიორი განახლდა და გაიხსნა 2012 წელს. ამჟამად, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობაში ფუნქციონირებს რესტორანი.

თეგები: #საბაგირო #ტრანსპორტი #ინფრასტრუქტურა #ინფრასტრუქტურული ობიექტი #მგზავრობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

41.695277 , 44.791791

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+59
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

მგზავრობის ღირებულებაა 2 ლარი. 

მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათების მეშვეობით. მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათის შეძენა შესაძებელია პარკის სალაროებში და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
David Gurgenidze
David Gurgenidze

2024 წლის ზამთარში უნდა დასრულებულიყო საბაგირო რუსთაველიდან ფუნიკუულიორზე და როდის გაიხსნება?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, არ ვფლობთ ინფორმაციას სამწუხაროდ.

David Gurgenidze
David Gurgenidze

როდის გაიხსნება საბაგირო ფუნიკულიორიდან რუსთაველის მეტრომდე?

Lela Nozadze
Lela Nozadze

რომელ საათებში და დღეებში მუშაობს ტრამვაი

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას.

zaza jijiashvili
zaza jijiashvili

გამარჯობა რა ღირს მთაწმინდის ტრამვაით მგზავრობა უკრაინის მოქალაქისათვის?

Marina Mdikyan
Marina Mdikyan

გვაინტერესებს, მუშაობს ფუნიკულორის ტრამვაი თუ არა?

გამარჯობა. ფუნიკულიორის ტრანმვაიᲗ მგავრობა რა Ღირს სოც. დაუცველებისᲗვის?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას.

Giorgi Shavadze
Giorgi Shavadze

გამარჯობა, მაინტერესებს ფუნიკულიორის ტრავმაით სამგზავროდ მეტროს ან საქ.ბანკის სტუდენტი სამგზავრო ბარათით თუ გადავიხდი?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ფუნიკულიორი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!