ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ახალი ლოკაციის რუკა და სანავიგაციო აპარატურა. შესაბამისი რუკის პოვნა საკმაოდ რთულია. ქალაქისა და ქვეყნის უამრავი ტიპის რუკას შეხვდებით, ტურისტულ ინფრომაციულ ცენტრში უფასოდაც შეძლებთ ერთ-ერთი ასეთის მიღებას, თუმცა ლაშქრობისთვის უფრო დეტალური რუკა დაგჭირდებათ. დიდხანს არ მიძებნია, მივაგენი კომპანია ჯეოლენდს, რომელიც ქმნის და ყიდის სამოგზაურო რუკებს 1 : 50 000 მასშტაბით, ასევე საავტომობილო და ტურისტულ ნავიგატორებს, ბეჭდავს ქვეყნის ნებისმიერი მონაკვეთის რუკას, რომელზეც დატანილია საფეხმავლო ბილიკები, ღირშესანიშნაობები და სხვა მრავალი დეტალი. თითოეული რუკის ფასი მხოლოდ 10 ლარია. 22 ლარი თუ რუკა დაიბეჭდება საბჭოთა კავშირის სამხედრო რუკებზე დაყრდნობით.

ჯეოლენდი იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მარჯვენა სანაპიროზე. აქ მოხვედრა მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუ ტაქსის მეშვეობით. ობიექტი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 -დან – 17:00-მდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ აპლიკაცია Google Map ან/და ეწვიეთ ბმულებს:

http://ttc.com.ge ; http://tm.ge/ .

საქართველოში ტაქსის სერვისთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://georgiantravelguide.com/ka/articles/taqsis-momsaxureba-saqartveloshi/