Glamping Georgia, კრიხის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რაჭაში, ამბროლაურის რეგიონში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პირმშოა, აერთიანებს რა ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებს: გლამურსა და ქემფინგს. როგორ არის ეს შესაძლებელი? Glamping არის ადგილი, სადაც ველური ბუნება ერწყმის კომფორტის ზონას. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე შესაძლებელია მაქსიმალურად კომფორტულად დაისვენოთ პირდაპირ შუაგულ ტყეში, ველურ ბუნებაში. აქ ერთდროულად ხარ საოცრად ახლოს ბუნებასთან, და საოცრად ახლოს მდიდრულ და კომფორტულ დასვენებასთან. ჯერჯერობით კრიხში მხოლოდ ორი კოტეჯია, და 2018 წლის ზაფხული პირველი მასპინძლობა იქნება დამსვენებლებისა. კოტეჯებს აქვს კარვისებური გადახურვის სისტემა. ორივე კოტეჯის შიგნით არის სველი წერტილი, მინი სამზარეულო -ტოსტერითა და მაცივრით, მინი სახლის კინოთეატრი, უფასო WIFI და საშხაპე. ამ ყველაფერს ერთვის ტერასა მთათა უმშვენიერესი ხედებით, და პატარა აივნები. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ მაღალრეიტინგულ სასტუმროში. თითო კოტეჯში 4  ადამიანს შეუძლია დარჩენა. წარმოიდგინეთ, წვიმიან ამინდში სხედხართ მინის კედელთან, უსმენთ საყვარელ მუსიკას, ან კითხულობთ წიგნს, თქვენს თვალწინ კი წვიმით გამოცოცხლებული ბუნება ყვავის. ბურუსი, ნისლი, წვიმის წვეთები, ეს ხომ ცალკე თერაპიაა…

რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ კომფორტულად მოთავსდეთ თქვენს საწოლზე და უყუროთ ფილმებს. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს? აგრეთვე, კოტეჯებს აქვს პატარა ბაღი, სტუმრებს შეეძლებათ აქ ველოსიპედით ისეირნონ, ან უბრალოდ იხეტიალონ ტყეში, იქნებ სადმე თეთრ კურდღელსაც გადააწყდნენ, გამუდმებით რომ სადღაც აგვიანდება?


დამატებითი ინფორმაცია:

  • Glamping Georgia კრიხი კუთაისიდან 46 კილომეტრში მდებარეობს;
  • კუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდა- 67 კილომეტრში;
  • 1,8 კილოემტრში კოტეჯებიდან არის “შბათის მარკეტი”, 2 კილომეტრში- რესტორანი “ტავერნა კრიხულა”;
  • მდინარე კრიხულა 0,1 კილომეტრშია კოტეჯებიდან;
  • შაორის ტბა- 18 კილომეტრში;
  • ქუთაისი -46 კილომეტრში.





მდებარეობა
42.502078, 43.167855
მანძილი დედაქალაქიდან
270 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

ამბროლაური — ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენე...

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედა...

ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინ...

ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.საირმის ...

ლენტეხი — დაბა, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე Glamping Georgia, კრიხი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!