Glamping Georgia, კრიხის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რაჭაში, ამბროლაურის რეგიონში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პირმშოა, აერთიანებს რა ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებს: გლამურსა და ქემფინგს. როგორ არის ეს შესაძლებელი? Glamping არის ადგილი, სადაც ველური ბუნება ერწყმის კომფორტის ზონას. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე შესაძლებელია მაქსიმალურად კომფორტულად დაისვენოთ პირდაპირ შუაგულ ტყეში, ველურ ბუნებაში. აქ ერთდროულად ხარ საოცრად ახლოს ბუნებასთან, და საოცრად ახლოს მდიდრულ და კომფორტულ დასვენებასთან. ჯერჯერობით კრიხში მხოლოდ ორი კოტეჯია, და 2018 წლის ზაფხული პირველი მასპინძლობა იქნება დამსვენებლებისა. კოტეჯებს აქვს კარვისებური გადახურვის სისტემა. ორივე კოტეჯის შიგნით არის სველი წერტილი, მინი სამზარეულო -ტოსტერითა და მაცივრით, მინი სახლის კინოთეატრი, უფასო WIFI და საშხაპე. ამ ყველაფერს ერთვის ტერასა მთათა უმშვენიერესი ხედებით, და პატარა აივნები. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ მაღალრეიტინგულ სასტუმროში. თითო კოტეჯში 4  ადამიანს შეუძლია დარჩენა. წარმოიდგინეთ, წვიმიან ამინდში სხედხართ მინის კედელთან, უსმენთ საყვარელ მუსიკას, ან კითხულობთ წიგნს, თქვენს თვალწინ კი წვიმით გამოცოცხლებული ბუნება ყვავის. ბურუსი, ნისლი, წვიმის წვეთები, ეს ხომ ცალკე თერაპიაა…

რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ კომფორტულად მოთავსდეთ თქვენს საწოლზე და უყუროთ ფილმებს. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს? აგრეთვე, კოტეჯებს აქვს პატარა ბაღი, სტუმრებს შეეძლებათ აქ ველოსიპედით ისეირნონ, ან უბრალოდ იხეტიალონ ტყეში, იქნებ სადმე თეთრ კურდღელსაც გადააწყდნენ, გამუდმებით რომ სადღაც აგვიანდება?


დამატებითი ინფორმაცია:

  • Glamping Georgia კრიხი კუთაისიდან 46 კილომეტრში მდებარეობს;
  • კუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდა- 67 კილომეტრში;
  • 1,8 კილოემტრში კოტეჯებიდან არის “შბათის მარკეტი”, 2 კილომეტრში- რესტორანი “ტავერნა კრიხულა”;
  • მდინარე კრიხულა 0,1 კილომეტრშია კოტეჯებიდან;
  • შაორის ტბა- 18 კილომეტრში;
  • ქუთაისი -46 კილომეტრში.





მდებარეობა
42.524063, 43.136637
მანძილი დედაქალაქიდან
270 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონი 4 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება: ამბროლა...

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედა...

ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.საირმის ...

კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში  ღმერთის არსებობას იგრძნობთ.კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათ...

გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.როგორ ...

მოწამეთას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამ...

იმერეთი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურის ცენტრს საქართველოსთვის. ის ამავე დროს უძველესი სატრანზიტო რეგიონი იყო, რადგან აბრეშუმის გზა ევრ...

ბაგრატის ტაძარი - აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, რომელსაც თავისი ხუროთმოძღ...

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლებით. აქედან გამომდინარე მას ბევრი ადგილობრივი...

ლენტეხი — დაბა, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის ...

კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდა...

სოფელი ხალდე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემში, ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონი...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!