საქართველოს რეგიონებში გურია ყველაზე პატარაა. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა, სამხრეთიდან- გურია-აჭარა, ხოლო ჩრდილოეთიდან - მდინარე რიონის დაბლობი. რეგიონი მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს. გამორჩეული ბუნება და კლიმატი პირდაპირ განპირობებულია იმით, რომ გურია აერთიანებს როგორც მთიან, ისე საზღვაო კურორტებს. აქ უხვადაა ციტრუსის პლანტაციები. უძველესი დროიდან რეგიონი ცნობილი იყო თავისი მრავალფეროვანი და უნიკალური ყურძნის ჯიშებით. ამავე დროს, ის გამორჩეულია საქართველოს სხვა კუთხეებისგან ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერითა და ტრადიციებით. (გურულები მღერიან ოთხ ხმაში, აქედან ერთს- კრიმანჭული ჰქვია, რაც დამახასიათებელია მხოლოდ გურიისთვის). გურია აგრეთვე განთქმულია კულინარიული ხელოვნებით, მათ შორის აღსანიშნვია- შქმერული… ძველი ტრადიციების თანახმად, კალანდარობის დროს (შობის დღესასწაული გურიაში) გურულები აკეთებენ ჩიჩილაკს და აცხობენ უგემრიელეს საახალწლო კვერებს (ეს არის გურული ხაჭაპური, რომელსაც ყველთან ერთად მოხარშული კვერცხით აცხობენ). გურიის მთავარი “ძალა” შეიძლება ითქვას, წყალშია.  თითქმის ყველგან წააწყდებით მინერალურ წყლებს, პირდაპირი მიწის გულიდან რომ არიან ამოხეთქილნი, კამკამა, კრიალა წყაროებს, ლიკლიკა ნაკადულებს, სამკურნალო წყლებს და ა.შ. გურიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ არაჩვეულებრივი დასვენება მოიწყოთ, ისე რომ თან ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ. აქ ხომ ზღვის ნაპირს მთები ერწყმის, მთის მწვერვალს წყლებთან ჩაყავხართ. აქტიური არდადეგების მოყვარულთათვის აქ არაჩვეულებრივი პირობებია: შეგიძლიათ ითევზაოთ, დაერთოთ ე.წ. კაიკინგით (ექსტრემალური სპორტი მდინარეზე), ნადირობა...

პალიასტომის ტბა მდებარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლთან, კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ფოთის შემოგარენში. სიდიდით მესამეა საქართველოს ტბებში. ტბის სახელი კი ბერძნული წარმოშობისაა. საინტერესოა, რომ ეს ტბა არასოდეს იყინება. ის კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარ სანახაობას წარმოადგენს.

 გურიაში აგრეთვე მდებარეობს შუასაუკუნოვანი შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, ოზურგეთიდან 8 კილომეტრში. კომპლექსი მოიცავს სამ ძეგლს: XVI საუკუნით დათარიღებული დედოზარი, და ორი ეკლესია- XII საუკუნის ღვთაების ბაზილიკური ეკლესია და გუმბათოვანი ზარზმის ეკლესია, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში თავისი ტკბილხმოვანი მგალობლებით.

ქობულეთსა და ურეკს შორის მდებარეობს სოფელი შეკვეთილი. ეს კურორტი განსაკუთრებით პოპულარულია უნიკალური, სუფთა წყლისა და მაგნიტური ქვიშის დამსახურებით. სანაპირო ზოლს მიუყვება ფიჭვნარი, რაც გარემოს კიდევ უფრო სასურველს ხდის. საცურაო სეზონი იწყება მაისიდან, როდესაც ტემპერატურა 17 გრადუსს აღწევს, და გრძელდება შუა ოქტომბრამდე. ხავერდოვანი, მაგნიტური ქვიშის სანაპირო, ანკარა წყალი, მზე და სასიამოვნო ნიავი ფიჭვნარიდან ქმნის უნიკალურ პირობებს არამხოლოდ სასიამოვნო დასვენებისთვის, აგრეთვე, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. უნდა აღვნიშნო, რომ გურია აღიარებულია როგორც ცხენოსნობის რეგიონი. სწორედ შეკვეთილში, შეგიძლიათ სანაპიროსთან ახლოს ცხენითაც იჯირითოთ. ლანჩხუთის ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმში კი შეგიძლიათ იხილოთ სურათები და პორტრეტები პირველი ქართველი, გურული, მსოფლიოში სახელგანთქმული ცხენოსნობის, რომლებიც არაერთგზის ჩემპიონები გახდნენ ევროპასა თუ ამერიკაში.

გურიაში მთავარ გასართობს მაინც წარმოადგენს ”ციცინათელა”, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს. დამსვენებლები აქ ბათუმიდანაც კი გადმოდიან, რადგან აქ შესაძლებელია ისიამოვნოთ ატრაქციონებით, განსხვავებული გასართობი ცენტრებით: ბოულინგი, სარკეების სასახლე, მუსიკალური შადრევნები, 100-ზე მეტი ატრაქციონი და ა.შ.  

ოზურგეთში აგრეთვე, მესხეთის მახლობლად, ზღვის დონიდან 1940 მეტრზე მდებარეობს ახალგაზრდების უსაყვარლესი კურორტი- გომისმთა. კლიმატი განსაკუთრებით ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე სამკურნალოდ. რამოდენიმე კილომეტრში აქედან კი არის ჩინჩაოს ტბა, რომელზეც ყინული არასდროს დნება. საერთო ჯამში, გომისმთა, რომელიც ერთ-ერთ პოპულარულ “საფოტოსესიო” ადგილად იქცა თავისი ფერადი, პაწაწინა ქოხების დამსახურებით, საუკეთესო ზამთრის კურორტად ითვლება.

გომის მთა, გურია საქართველო