გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩანჩქერთან მისვლა საკმაოდ მარტივია. ყაზბეგიდან სამანქანო გზის მანძილი სოფელ გველეთამდე 7კმ-ია, ხოლო სოფელ გველეთში ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი 1კმ-ზე ნაკლებია. ჩანჩქერთან არიას საპიკნიკე ადგილები საიდანაც ლამაზი ხედი იშლება კავკასიონზე, ასევე სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე.