იმერეთი

იმერეთი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურის ცენტრს საქართველოსთვის. ის ამავე დროს უძველესი სატრანზიტო რეგიონი იყო, რადგან აბრეშუმის გზა ევროპასა და აზიას სწორედ შორის იმერეთზე გადიოდა. დღესაც, რთულია იმერეთში ნახოთ ადგილი, რომელსაც წარსულის კვალი არ ემჩნევა. გეოგრაფიული თვალსაზრისით, რეგიონს უკავია საქართველოს ცენტრალური ნაწილი. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, დასავლეთიდან- გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი. იმერეთი განსაცვიფრებლად მწვანე რეგიონია, ბუნების მრავალფეროვნებით უნიკალური. მიმდებარე ტერიტორიები გამორჩეულია ხშირი, დაბურული ტყეებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი მარად მწვანეა, მარად აყვავებული. ზამთარი სუსტია, მოსავალი კი უხვი და ბარაქიანი. თუ ვინმეს კითხავთ, თუ რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად იმერეთში, განურჩევლად ეროვნებისა, პასუხად მიიღებთ- იმერულ სუფრას და სტუმართმოყვარეობის გასაოცარ ტრადიციებს. იმერული ხაჭაპური, მჭადი, ლობიო, ყველი, ტყემალი- ერთგვარ იმერულ სულს ქმნიან. იმერეთი სამშობლოა კომპოტებისა და ნატურალური საკვებისა. თუმცა, ეგზოტიკურობისა და მომხიბვლელობის გარდა, იმერეთმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობით.

იმერული სუფრა

დავიწყოთ ქუთაისით, რომელიც იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქრისტეშობამდე XV-XIII საუკუნეებში ეს ტერიტორია კოლხური კულტურის სამშობლოს წარმოადგენდა. არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში აქ პატარა საქალაქო დასახლება არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში მას ჰქონდა უდიდესი კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დანიშნულება. მოგვიანებით, ქუთაისი საქართველოს დედაქალაქადაც გამოცხადდა. წარმოადგენდა რა სატახტო ქალაქს, უდიდესი ისტორიული მნიშვნელობაც შეიძინა. სიდიდით საქართველოში მეორე ქალაქია, რომელიც მდინარე რიონის ორივე მხარესაა განლაგებული. უძველეს ისტორიულ წყაროებში ამ მდინარეს ფაზისს უწოდებდნენ. ევროპელები მას არგონავტების ლეგენდიდან იცნობენ. (სად არის ნეტავ ოქროს საწმისი?) აგრეთვე, ქალაქიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს აჯამეთის ნაკრძალი- აღკვეთილი, კაცხის სვეტი, და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა მაგალითად  სათაფლიის კარსტული მღვიმეები, რომელსაც სურათზე ხედავთ.

sataflia

ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი. ეს ადგილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საბჭოეთის “ყოველი კუთხიდან” მდიდარი და გამოჩენილი ადამიანები აქ რელაქსაციისთვის ჩამოდიოდნენ. მაშინ წყალტუბოში 30-ზე მეტი სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი იყო. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული გახლდათ “შახტიორი”, რომელიც სეზონზე 500-ზე მეტ დამსვენებელს მასპინძლობდა. წყალტუბოს სპა სერვიზი დღესაც გამოიყენება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, აქ შეგიძლიათ მიიღოთ სასიამოვნო აბაზანა წყალტუბოს მინერალურ წყლებში. განსაკუთრებით ეფექტურია რევმატიზმის, ძვლების, ნერვების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პრობლემებისთვის.


იმერეთის მღვიმეები

იმერეთში უხვადაა კარსტული მღვიმეები. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე “სახელგანთქმული” გახლავთ პრომეთეს მღვიმე (მდებარეობს წყალტუბოს სოფელ კუმისთავში). მღვიმეს 17 დერეფანი აქვს. აქ არის ბევრი, წარმოუდგენლად ლამაზი ცივი საუცხოო ფორმის სტალაგმიტები, რომლებიც თითქოს ქვის შადრევნებს წარმოქმნიან, ზოგი “ქვის ფარდასაც” უწოდებს. რაც არ უნდა დავარქვათ, ერთი რამ ნათელია- პრომეთეს მღვიმე ნამდვილად ბუნების საოცრებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მღვიმის კლიმატი სრულყოფილია მათთვის, ვინც ასთმით იტანჯება.

tskhaltubo cave



პირადად ჩემთვის, იმერეთში ყველაზე საინტერესო ადგილი არის სათაფლია (რომელი ზემოთ უკვე ვახსენე). თუ გიყვართ ანტიკური ხანის ისტორიები, მითები და ლეგენდები დინოზავრებზე, მაშინ ეს ადგილი ნამდვილად თქვენთვისაა. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალებით იხილოთ და შეეხოთ დინოზავრის ნაკვალევს! 1933 წელს აღმოაჩინეს 200-ზე მეტი უნიკალური ნაფეხური როგორც მტაცებელი, აგრეთვე ბალახისმჭამელი დინოზავრისა. ჟრუანტელი დაგივლით, როდესაც ამას ნახავთ. ეს ნაფეხურები იმდენად აშკარაა, შესაძლოა შეგეშინდეთ კიდეც (იქნებ მათი შთამომავალი სადმე აქვე იმალება?). 

dinosaur footprints

ეს მღვიმე ბუნებრივ კალაპოტს ქმნის მდინარე ოგასკურისთვის. 30 მილიონი წლის განმავლობაში პატარა ნაკადული წვეთ-წვეთობით ცდილობდა ეპოვა გასასვლელი, და ნელ-ნელა აფართოებდა მღვიმის კედლებს. თავად მღვიმე აღმოაჩინა სრულიად შემთხვევით ქუთაისის მუზეუმის კურატორმა, როდესაც ცდილობდა მტაცებელი დინოზავრების ნაკვალევის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას. მილიონი წლის წინ, გიგანტური ზომის დინოზავრები “მშვიდად” ბინადრობდნენ იქ, სადაც დღეს მილიონობით ადამიანი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დადის. სათაფლია იყო პირველი კარსტული მღვიმე საქართველოში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დინოზავრის ნაკვალევის მახლობლად, კიდევ რამდენიმე კარსტული და კირქვის მღიმეა. ეს ადგილები, მე თუ მკითხავთ, ნამდვილად იმსახურებენ მსოფლიოს საოცრებების სიაში შეყვანას..

sataplia cave

მიდამო მოიცავს სპელეოლოგიურ, გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ სანახაობებს. უდიდესი ტერიტორია დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მარადმწვანე და ფოთლოვანი სახეობები მცენარეებისა, ბუჩქებისა. ხეების უმეტესობა განეკუთვნება მესამეული პერიოდის, რაც მეტად იშვიათია იმ პირობებისთვის, როგორიც აქაა. აგრეთვე, აქ არის 50-ზე მეტი ველური ბუნების სახეობები, განსაკუთრებით აღსანიშნავია გარეული ჩიტების მრავალფეროვნება. ნაკრძალის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი. მათ შორის გამორჩეულია ვანი, შუასაუკუნეების უბისის მონასტერი, მოწამეთა მონასტერი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება, ისევე, როგორც ბაგრატის ტაძარი.