East Point, Shopping, Mall

ისთ ფოინთი - სავაჭრო და გასართობი ქალაქი

სავაჭრო ცენტრი

ისთ ფოინთი - სავაჭრო და გასართობი ქალაქის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!

გართობა

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი გამოირჩევა გასართობი ზონების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით ბავშვთა ატრაქციონებით სავსე მთელ სართულს, თუმცა არც უფროსები დარჩებიან მოწყენილნი, ბოულინგისა და ბილიარდის დარბაზები მათაც გაახალისებს. 

კავეას კინოთეატრთა ქსელს ისთ ფოინთში სიდიდითა და ტექნიკური უზრუნველყოფით გამორჩეული ფილიალი აქვს. ყველაზე ხარისხიანი ხმის სისტემა და უზარმაზარი 3D მონიტორი ერთიანდება IMAX დარბაზში, რაც აუცილებლად თავად უნდა გამოსცადოთ! 

შოპინგი

მრავალშენობიაბ სავაჭრო კომპლექსში წარმოდგენილია აქსესუარების, ყველა ტიპის სამოსისა და ტექნიკის ბრენდები. ამავე სივრცეშია ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო მასალების ფართომასშტაბიანი დისტრიბუტორი კომპანია დომინო

კვება

კვების ობიექტთა შორის შეხვდებით როგორც სწრაფი კვების დაწესებულებებს, ასევე რესტორანსა და ჯანსაღი კვების პრომოუტერ კომპანიებს. სავაჭრო და გასართობ ქალაქში არის მაკდონალდსივენდი, თუმცა ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების მსურველებიც არ დარჩებიან გაწბილებულნი, მათ რესტორანი ტაბლა მიიპატიჟებს.

ტრანსპორტი

ისთ ფოინთი ქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთშია, თუმცა ტრანსპორტი, რომლითაც იქ მისვლას შეძლებთ საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის სხვადასხვა უბნიდან სამარშუტო ტაქსითა და ტაქსით, მეტროსა და ავტობუსის კომბინაციით ადვილად მოხვდებით სავაჭრო და გასართობ ქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასური თითო მგზავრობაზე 1 ლარს არ აღემატება. ქალაქის ცენტრიდან ტაქსის მომსახურება საშუალოდ 10 ლარი ღირს, გარეუბნებიდან 15. 


საკუთარი ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში პარკინგზე დარდი არ მოგიწევთ. ისთ ფოინთს რამდენიმე საკმაოდ დიდი უფასო ავტოსადგომი აქვს. აქ ასევე შეხვდებით ელექტრო ავტომობილების დასატენ მოწყობილობასაც. 

სავაჭრო და გასართობი ქალაქი ისთ ფოინთის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ny.eastpoint.ge/


ვიდეოს ავტორი: 
DG GROUP


მდებარეობა
41.690643, 44.896666
+995 32 293 00 07
info@eastpoint.ge
www.eastpoint.ge
დღეს:
ორშაბათი: 10:00 - 22:00
სამშაბათი: 10:00 - 22:00
ოთხშაბათი: 10:00 - 22:00
ხუთშაბათი: 10:00 - 22:00
პარასკევი: 10:00 - 22:00
შაბათი: 10:00 - 22:00
კვირა: 10:00 - 22:00
რეკომენდებული დრო
3 საათი

იხილეთ ასევე

მახათის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბა...

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

თბილისის ზღვა - იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავ...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.მუზეუმში გამოფენილია ...

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმ...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ისთ ფოინთი - სავაჭრო და გასართობი ქალაქი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!