დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ისთ ფოინთი - სავაჭრო და გასართობი ქალაქი

East Point, Shopping, Mall East Point, Shopping, Mall East Point, Shopping, Mall

ისთ ფოინთი - სავაჭრო და გასართობი ქალაქის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!

გართობა

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი გამოირჩევა გასართობი ზონების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით ბავშვთა ატრაქციონებით სავსე მთელ სართულს, თუმცა არც უფროსები დარჩებიან მოწყენილნი, ბოულინგისა და ბილიარდის დარბაზები მათაც გაახალისებს.

კავეას კინოთეატრთა ქსელს ისთ ფოინთში სიდიდითა და ტექნიკური უზრუნველყოფით გამორჩეული ფილიალი აქვს. ყველაზე ხარისხიანი ხმის სისტემა და უზარმაზარი 3D მონიტორი ერთიანდება IMAX დარბაზში, რაც აუცილებლად თავად უნდა გამოსცადოთ!


შოპინგი

მრავალშენობიაბ სავაჭრო კომპლექსში წარმოდგენილია აქსესუარების, ყველა ტიპის სამოსისა და ტექნიკის ბრენდები. ამავე სივრცეშია ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო მასალების ფართომასშტაბიანი დისტრიბუტორი კომპანია დომინო.


კვება

კვების ობიექტთა შორის შეხვდებით როგორც სწრაფი კვების დაწესებულებებს, ასევე რესტორანსა და ჯანსაღი კვების პრომოუტერ კომპანიებს. სავაჭრო და გასართობ ქალაქში არის მაკდონალდსი, ვენდი, თუმცა ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების მსურველებიც არ დარჩებიან გაწბილებულნი, მათ რესტორანი ტაბლა მიიპატიჟებს.


ტრანსპორტი

ისთ ფოინთი ქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთშია, თუმცა ტრანსპორტი, რომლითაც იქ მისვლას შეძლებთ საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის სხვადასხვა უბნიდან სამარშუტო ტაქსითა და ტაქსით, მეტროსა და ავტობუსის კომბინაციით ადვილად მოხვდებით სავაჭრო და გასართობ ქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასური თითო მგზავრობაზე 1 ლარს არ აღემატება. ქალაქის ცენტრიდან ტაქსის მომსახურება საშუალოდ 10 ლარი ღირს, გარეუბნებიდან 15.

საკუთარი ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში პარკინგზე დარდი არ მოგიწევთ. ისთ ფოინთს რამდენიმე საკმაოდ დიდი უფასო ავტოსადგომი აქვს. აქ ასევე შეხვდებით ელექტრო ავტომობილების დასატენ მოწყობილობასაც.

სავაჭრო და გასართობი ქალაქი ისთ ფოინთის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ny.eastpoint.ge/



ვიდეოს ავტორი:
DG GROUP


თეგები: #გართობა #კვება #კვების ობიექტი #ვაჭრობა #სავაჭრო ცენტრი #მაღაზია #დასვენება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 322 930****
*****@eastpoint.ge
41.690643 , 44.896666
www.eastpoint.ge
ხანგრძლივობა: 3 საათი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+59
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Koiavaa _
Koiavaa _

გამარჯობა, მაინტერესებს ისთ ფოინთში, კარფურთან რომელი ნომერი ტრანსპორტი მიდის (მარშუტკა, ავტობუსი) ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ისთ ფოინთში კარფურთან შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგი მარშუტკებით: 119, 176, 89, ასევე მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან მარშუტკა 224; ზემო სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან კი შეგიძლიათ იმგზავროთ 189 ნომერი მარშუტკით.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

ასევე დეტალურად ტრანსპორტის მოძრაობას შეგიძლიათ გაეცნოთ ისთ ფოინთის ვებ გვერდზე: http://eastpoint.ge/home/ge/find-us

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ისთ ფოინთი - სავაჭრო და გასართობი ქალაქი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 322 930****