კახეთი საქარველოს ყველაზე დიდი რეგიონია. ის განსხვავებულია ყველა სხვა რეგიონისგან. სიტყვა “კახეთის” ხსენებისას, თავში ავტომატურად ტივტივდება “ყურძენი”. მართლაც, საქართველოში არსებული ვენახების მეხუთედი სწორედ კახეთში მოდის. თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ არის კახეთის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა. როგორც კი კახეთს მიუახლოვდებით, ჰაერში დატრიალებული კახური შოთის სურნელს იგრძნობთ, მყისიერად რომ ჭამის საღერღელს აგიშლით. ზოგადად კახური სუფრა ყველა მსუყე და “მათრობელაა”, აქაური ღვინოსავით.

  kakhetian cousin


თელავი

თელავი კახეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია. იყო დრო, როდესაც თელავს უმნიშვნელოვანესი საქარავნო გზის დანიშნულება ჰქონდა ევროპასა და აზიას შორის. ხალხი თელავს კახეთის ფილტვებს ეძახის, რადგან აქ აღსანიშნავად დიდი რაოდენობის ხე-ტყეა. თელავში შეგიძლიათ იხილოთ “ბატონის ციხე”- გამორჩეული სილამაზის ნაგებობა, სადაც ოდესღაც კახეთის დიდებულები ცხოვრობდნენ. ეს კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, სამეფო სასახლეს, აბანოს, საიდუმლო გვირაბს, ციხესიმაგრეს და 5 მეტრიან თავდაცვით გალავანს, სადაც ადგილობრივები თავს აფარებდნენ მტრის შემოსევების დროს. თელავის მახლობლად არის წინანდლის სახლ-მუზეუმი. ეს საოცარი კარმიდამო ეკუთვნოდა ქართველ დიდებულ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს- ალექსანდრე ჭავჭავაძეს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თავის სამოთხის სადარ ბაღსა და სასახლეში ალექსანდრეს არაერთი მსოფლიოში აღიარებული ადამიანი ესტუმრა, მათ შორის იყო ალექსანდრე დიუმა, რომელმაც წინანდლის სახლ-მუზეუმის ეზოს “ედემის ბაღი ” შეარქვა. 

tsinandali

სხვადასხვა დროს ამ ბაღში იყვნენ აგრეთვე ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი (ფელისიტე) ბროსე, (რომელიც თავისი სახელის გამო საქართველოში,და არა მხოლოდ აქ, არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში), რუსი დიდებული პოეტები- ალექსანდრე პუშკინი, მიხელ ლერმონტოვი, და ალექსანდრე გრიბოედოვი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ აქ დიდებული მარანიც გახსნა, უზარმაზარ ღვინის ქარხანასთან ერთად.ის იყო აგრეთვე პიონერი, ვინც ქართველებს წარუდგინა ეტლი და როიალი. მან პირველმა დააარსა ღვინის კოლექცია, სადაც მასპინძლობდა როგორც ქართული, ისე ევროპული მეთოდებით დამზადებულ 16,500 ღვინის ბოთლს. სხვადასხვა დროს გამართულ საერთაშორისო ღვინის გამოფენებზე ამ კოლექციამ 11 ოქროს მედალი მოიპოვა. დღეისათვის წინანდალი სახლ-მუზეუმია, რომლიც 4 ნაწილისგან შედგება: მუზეუმი, პარკი, სასტუმრო, საცხოვრებელი და ღვინის მარანი/ღვინის ქარხანა. 2019 წლიდან წინანდლის მუზეუმში გაიმართება ყოველწლიური კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, აგვისტო-სექტემბერში. ასე რომ, ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი იქნება, თუ რატომ უნდა ესტუმროთ კახეთს.

თელავიდან 20 კილომეტრში, ფოთლოვანი ხეებით დაფარულ მთაზე მდინარე ლოპოტა ქმნის ხელოვნურ ტბას. 2008 წელს რეკრეაციული ზონა გაშენდა მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქედან მოყოლებული, არაერთი სასტუმრო გაიხსნა, რასაც მისი პოპულარიზება მოყვა. ამ ტბაში თევზებიცაა, ასე რომ, სურვილის შემთხვევაში შეგეძლებათ ითევზაოთ კიდეც. ტბას გარს აკრავს ველო ბილიკი, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის მას ახალგაზრდებში. ყოველწლიურად აქ ტარდება საერთაშორისო მასშტაბის საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო მარათონის დღე საქართველოში.

lopota

ზოგადად კახეთში ძალიან ბევრი ტბაა, მათ შორის გამორჩეულია ილიას ტბა. ეს არის რეკრეაციული ზონა, რომელიც მოიცავს 800 მეტრიან ბულვარს, 3 კილომეტრიან, შეიძლება ითქვას, სრულყოფილ ველო ბილიკს, ტბისა და ხეობის უმშვენიერესი ხედებით, ამფითეატრით, რომელიც 1,400 მაყურებელს იტევს, ხელოვნური კუნძულებით და კარგად ორგანიზებული სანაპიროთი, კალათბურთის მოედნით, ისევე როგორც ფეხბურთის სტადიონით. 2013 წლიდან აქ გაიხსნა გასაოცარი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი “Royal Batoni”.

 royal batoni


სიღნაღი

სიღნაღი- სიყვარულის ქალაქი, რომელიც მდებარეობს კახეთის ყველაზე თვალწარმტაც კუთხეში. 2005-2008 წლებში მისი სრულიად რეაბილიტაციის პროგრამის შემდგომ სიღნაღი ტურისტთა და ადგილობრივთა საყვარელ ადგილად იქცა. ბევრი ადამიანი თაფლობის თვეს სწორედ აქ ატარებს, რახან ეს ქალაქი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. აქ არის რამოდენიმე მუზეუმი, მათ შორის აღსანიშნავია არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მუზეუმი, რომელსაც “ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის” სახელით იცნობენ.

signagi 

 სიღნაღი და მისი შემოგარენი მორთულია უძველესი მონასტრებითა და ეკლესიებით, ისევე როგორც ისტორიული მონუმენტებით. მათ მოსალოცად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ჩამოდის.
შემოდგომაზე, როგორც წესი, აქ ტარდება ღვინის ფესტივალი, სადაც მეღვინეები წარადგენენ საკუთარ ნაწარმს. ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე ხელნაკეთი, ტრადიციული ნივთების გამოფენა -გაყიდვაც მიმდინარეობს. სიღნაღიდან 2 კილომეტრში წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერია, აგრეთვე, საეპისკოპოსო ცენტრი ბოდბის ეპარქიისა. მონასტერი IV საუკუნეში აშენდა, წმ. ნინოს აკლდამაზე. ბოდბის მონასტერში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრება.


დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი საქართველოში. თბილისიდან სამხრეთით, 60-70 კილომეტრში, კახეთის ნახევრად უდაბნო ტერიტორიაზე, კლდეზე გაშენებულია შეუდარებელი მონასტერი. დაარსდა VI საუკუნეში, წმინდა მამა დავითის მიერ, 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მიერ. თავდაპირველად ის დასახლდა ბუნებრივ მღვიმეში, ხოლო შემდგომ, ეს მღვიმე აქცია მონასტრად. დღეისათვის დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი მოიცავს 20-ზე მეტ ისტორიულ მონუმენტს. აქ დაარსდა ფრესკების წერის შემსწავლელი სკოლა. განსაკუთრებით დიდი განძია ამ მხრივ ღვთისმშობლის ფრესკა, რომელიც თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. აქ იყო აგრეთვე ხელნაწერების მდიდარი კოლექცია.

davit gareja