კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტბაა. სალაშქრო პერიოდი ტბაზე, გაზაფხულის მიწურულიდან ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება. კახისის ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილები აქ მრავლადაა. შეშის მოპოვებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან ირგვლივ სულ ტყეა. ტბასთან ახლოს ასევე არის საზაფხულო სოფელი დაბაძველი, სოფელთან არის სასმელი წყალიც. კახისის ტბასთან ახლოს არის კიდევ ორი ტბა, ჩიტოს და წეროს ტბა. ჩიტოს ტბა კახისის ტბიდან დაშორებულია 1კმ-ით, ხოლო წეროს ტბა 2კმ-ით. გზად ტყეში, ზაფხულში მრავლადაა კენკრა, ჟოლო და მაყვალი. ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა. დაბაძველიდან უახლოეს სოფლამდე ჭობისხევამდე სამანქანო გზა 8კმ-ია, რომელზეც მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შუეძლიათ მოძრაობა. ფეხით ასვლის შემხვევაში, შესაძლებელია სერპანტინების სამოკლეო ბილიკებით შეცვლა და გზის შემოკლება.