დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ქედზე: დათვიჯვრის უღელტეხილი - ტბათანა

IMAG0462 IMAG0477 IMAG0516 IMAG0458

ქედზე: დათვიჯვრის უღელტეხილი - ტბათანის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

ბილიკი იწყევა დათვიჯვრის უღელტეხილიდან და მთავრდება პანკისის ხეობაში. მარშრუტი მოიცავს უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედს, ბორბალოს უღელტეხილს, ალაზნისა და იორის სათავეს და ტბათანას. 

გეგმა:

01

დღე 1: დათვიჯვრიდან - საბანაკე ბორბალომდე

მარშრუტი იწყება დათვიჯვრის უღელტეხილიდან და მიემართება აღმოსავლეთისკენ მიღმახევისა და უკანაფშავის გამოყოფი ქედის გასწვრივ. ბილიკი გთავაზობთ ულამაზეს პანორამულ ხედებს კავკასიონზე, ფშავსა და კარგ ამინდში მოშორებით მდგომ ჭაუხებსაც კი დაინახავთ. დღის ბოლოს როცა უკვე დაღლილობა თავს შეგახსენებთ (17 კმ მოიტოვეთ უკან) მიადგებით საკარვე ადგილს, რომელსაც არ შეიძლება სამოთხე არ უწოდო. იქ სადაც ქედი წელს იკეთებს ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მდებარეობს პაწია ტბა. უბრალოდ ლამაზი ოღონდ სუნიანი გუბე არ გეგონოთ, ტბა მუდმივად ახლდება პატარა ნაკადულით, რომელიც დასალევადაც გამოდგება. ყველაფერი ეს ერთად საოცარ გარემოს ქმნის დამქანცველი დღის ბოლოს განსატვირთად.

02

დღე 2: საბანაკე ბორბალო - საყორნო უღელტეხილი - რკინის გზა

დილა არის მშვენიერი, განსაკუთრებით მაშინ კარვიდან გამოსულს ხედის შემყურე აღფრთოვანებისგანბავშვივით კუნტრუში და ღრიალი რომ გინდება. ამ საბანაკეზე დაძინებაზე უკეთესი გაღვიძება ყოფილა. გზა კიდე ბევრია და თქვენც დილიდანვე მოგიწევთ შეერკინოთ ბორბალოს უღელტეხილის აღმართებს. მთელი მეორე დღის განმავლობაში წყლის მოპოვება ძალიან რთული იქნება ამიტომ უმჯობესია დღენახევრის საკმარი წყალი თან იქონიოთ. ბილიკი კარგად ეტყობა და 1.5 საათში უკვე უღეტეხილზე ახვალთ. თუ ბედმა კარგი ამინდი გარგუნალ ხეობაში ჩაიხედეთ, დაინახავთ ალაზნის სათავეს. ბილიკი გრძელდება მარცხნივ, მცირე აღმართით ავლის შემდეგ ბილიკი ფერდობით გადადის ქედზე, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს წოვათუშეთსა და ალაზნის ხეობას. მარშრუტი ქედს მიუყვება საყორნოს უღელტეხილამდე სადაც ეშვება ალაზნის ხეობაში და მეორე მთაზე გადადის.

03

დღე 3: რკინის გზა - ტბათანა

თქვენი ბანაკი ზ.დ. 2900 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ხედიც განსაკუთრებული აქვს. ასეთ მომენტებში ხვდებით თუ რაზომ გიყვართ ასე ძალიან ლაშქრობა. ბილი თავს არ მოგაწყენთ ხან ალაზნის ხეობასა და სპეროზას ქედს გაჰყურებთ ხანაც იორის სათავის ყურებით ტკბებით. ბილიკი ქედს მიუყვება და ულამაზეს ხედებს გთავაზობთ ორივე მხარეს. ორიენტირება მარტივია კარგ ამინდში, თუმცა სჯობს ამ მარშრუტზე შესაბამისი აპლიკაციით აღწურვილი ჭკვიანი ტელეფონი და შესაბამისი GPS Track -ი თან გქონდეთ მეტი უსაფრთხოებისათვის. მესამე დღეს თქვენი მიზანია მიაღწიოთ ტბათანას კურორტს. სავალი გზა შედარებით მარტივია და დღის ბოლოს ტბათანაზე იქნებით. მეორე დღესთან შედარებით წყლის მოპოვება მესამე დღეს შედარებით ადვილია. ყურადღებით იყავით ერთ ადგილზე წყალი ბილიკის გვერდითაა. ამ დღეს უკვე შეხვდებით ადგილობრივ მეცხვარეეებს. ფრთხილად იყავით ფარას ძაღლები იცავენ და თუ ძაღლი მოგიახლოვდათ გაჩერდით, არ გაიქცეთ მწყემს დაუძახეთ. ძაღლებს ის დააშოშმინებს. ტბათანაზე მისულებს შეგიძლიათ თავი ქუდში იგულოთ მარშრუტი უკვე დაძლეული გაქვთ. ბოლო დღეს მოგიწევთ ტბათანადან ხეობაში დაშვება ავტომობილის გრუნტიანი გზით.

04

დღე 4: ტბათანა - ცივილიზაცია

ეს დღე ყველაზე მარტივია. ვეშვებით გრუნტიან გზაზე. გასავლელი მანძილი 10-12 კმ-ია. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში გზის პირას მწიფე მაყვალი შეგხვდებათ. პირველ სოფელი არის ბირკიანი. მთავარია აქედან მატანში ან ახმეტაში მოვდეთ საიდანაც მოძრაობა უფრო ინტენსიურია.

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ხანგრძლივობა: 4 დღე
ჯამური მანძილი: 55 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+60
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქედზე: დათვიჯვრის უღელტეხილი - ტბათანა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!