კუს ტბის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ადგილი  “სევდიანი ფიქრთ გასართველად” , კუს ტბა სწორედ შენთვისაა. ზაფხულში ეს განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილია , რადგან შესაძლებლობას იძლევა ისეირნო , და დაისვენო სულიერად.. აგრეთვე, აქ არის სპორტული ტრენინგები არა მხოლოდ ადგილობრივი ხალხისთვის, აგრეთვე თბილისში ჩამოსული ტურისტებისთვის. კუს ტბა მყუდროდ მოთავსებულია მთაწმინდის მარცხენა კლდეზე , მახლობლად ეთნოგრაფიული მუზეუმისა.ახალგაზრდა ლამაზი წყვილები, რომლებიც სავსენი არიან წყურვილით სიცოცხლისა,მორბენლები, ტურისტები დახეტიალობენ ირგვლივ  და ტკბებიან.

ან იქნებ გსურს ,მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დრო გაატარო ? გაექცე ქალაქის მცხუნვარებას , და მოაწყო ჰარმონიულ გარემოში პიკნიკი. დასხდებით სასიამოვნო გარემოში, კაფეებში , რომლებიც მრავლადაა კუს ტბაზე, და დატკბეთ ტბის ცქერით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს ,რომ ყბას წრიულად გარს აკრავს დაბურული ტყე, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს. ამ გარემოს შემხედვარეს შესაძლოა დაგავიწყდეს კიდეც, რომ საქართველოს დედაქალაქში იმყოფები.ერთ დროს ამ ტერიტორიაზე საოცრად დიდი რაოდენობის კუები ბინადრობდნენ. სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.დღეისათვის კუების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა კვლავ შეგიძლიათ მათი ნაწილი იხილოთ.

აქვეა კარგი სანაპიროც, სადაც შეგიძლია გაირუჯოთ მზის გულზე, ათამაშოთ სპეციალურ მოედნებზე ბავშვები, ან უბრალოდ ისეირნოთ სასიამოვნო გარემოში.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია. რაც ყველაზე მთავარია,აქ შეგიძლიათ ისეირნოთ ნავებით, ინებივროთ წყალში, და თქვენ წარმოიდგინეთ, კლდეზეც აცოცდეთ. დამეთანხმებით , შესანიშნავია. შაბათ-კვირას შეგიძლიათ ფეხითაც ახვიდეთ ,რადგან საკმაოდ ახლოსაა , ან მანქანით ამოხვიდეთ, თუმცა, ვგონებ, ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებას მაინც საბაგიროთი მიიღებთ. ( არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ გეტყვით , რომ სულ რაღაც 1 ლარია ამ საოცრებით მოგზაურობის საფასური.)ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში,იმიტომ რომ აქ შეგიძლიათ თანამედროვე ქართველი დიჯეის მუსიკითაც დატკბეთ პირდაპირ ღია ცის ქვეშ . მიუხედავად იმისა,რომ კუს ტბა ყოველთვის ხალხითაა გადავსებული , თქვენ აქ სიმყუდროვეს მაინც ვერავინ დაგირღვევთ, რადგან თავად ბუნება ზრუნავს ემოციებზე ,კამკამა წყნარი, ჩიტების გალობა, და ტოტებს შორის ალაგ-ალაგ აკიაფებული მზის სხივები უბრალოდ დაგავიწყებთ ყველას და ყველაფერს, და ბუნების წიაღში გიკრავთ თავს.

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები კუს ტბაზე :

1. ის თბილისის ცენტრიდან 10 კილომეტრის სავალზეა

2. კუს ტბა არის ზღვის დონიდან 687 მეტრზე.

3. კლიმატი : მსუბუქი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი, ზამთარიც მსუბუქი თოვლით ხასიათდება. ძირითადად ნარჩუნდება იანვარში 0,6 გრადუსი ტემპერატურა.

მდებარეობა
41.70056, 44.754402
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

თუ მკითხავთ, რატომ უნდა ესტუმროთ თბილისს, მე ასე გიპასუხებთ: იმიტომ, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ესტუმროთ მას.თბილისი პატარა განზომ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს ...

მცხეთა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით.ისტორიამცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკუ...

ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. რეგიონი მოიცავს 7 ადმინისტრაციულ -ერთეულს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილო-სამხრეთიდან ში...

შიდა ქართლი საქართველოს გულში მდებარეობს. რეგიონი 6 ადმინისტრაციული ტერიტორიისგან შედგება, ესენია: ცხინვალი, გორის მუნიციპალიტეტი, კასპი, ხაშური და ჯა...

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!