დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
საირმის სვეტები

ლეჩხუმის შესახებ

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მხარეა, დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი. იგი უძველესი კულტურითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ტყეებით, ჩაჩქერებით, კანიონებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, ტბებით და მისტიური, დიდი ისტორიის ხვამლის მთით ლეჩხუმი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია მოგზაურობის მოყვარულთათვის. ხვამლის მთა მთელი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილია, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს ხვამლობის დღესასწაულზე.


ისტორია

ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი პალეოლითი-ნეოლითის ხანიდან იწყება. ეს ტერიტორია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ერთ-ერთ მძლავრ მეტალურგიულ კერადაა მიჩნეული. უძველესი დროიდან შუა ლეჩხუმზე საქარავნო საერთაშორისო გზა გადიოდა, რომელიც ფაზისს ჩრდილო კავკასიის ხალხებთან აკავშირებდა. ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს, საქართველოს სამეფოს, შექმნის შემდეგ შეიქმნა თაკვერის საერისთავო, რომელიც დღევანდელ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის ნაწილს მოიცავდა. მისი ცენტრი ცაგერი იყო. დავით აღმაშენებლის პერიოდის შემდეგ, ერთიანი ქართული სამეფოს დაშლამდე, თაკვერი ხან დამოუკიდებელი საერისთავო იყო, ხან კი სვანეთის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში, აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას სწორედ მას აფარებდნენ თავს. ისტორიული წყაროების მიხედვით ხვამლის მთაზე იყო ქართველ მეფეთა განძთსაცავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებამ იჩინა თავი და გაჩნდა თანამდებობატიტული ლეჩხუმის თავი. XIII-XIV საუკუნეში მოხდა თაკვერის ჩანაცვლება ლეჩხუმით. სიტყვა ლეჩხუმი პირველად XV საუკუნის ბოლოსაა ნახსენები. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV .) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმის გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ-ერთ ნაწილად იქცა და მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ლეჩხუმი საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში. ამჟამად ისტორიული ლეჩხუმი, დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემოსვანეთის მხარის შემადგენლობაშია.


გეოგრაფია და კლიმატი

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, დასავლეთ კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშესაყარ ზონაში. დღეს იგი ცაგერის მუნიციპალიტეტია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის შემადგენლობაში შედის. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ცაგერი. ლეჩხუმს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთიდან - ამბროლაურის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან - წყალტუბოს, სამხრეთ-დასავლეთიდან და დასავლეთიდან - ხონისა და მარტვილის რაიონები. მას სამეგრელოსაგან ასხის მთის მასივი ჰყოფს, სვანეთისაგან და რაჭისაგან კი - ლეჩხუმის ქედი. ცაგერის მუნიციპალიტეტი ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას წარმოადგენს. აქ გავრცელებულია წაბლ-რცხილნარი და იელის ქვეტყე, 800-1000 მეტრზე და მის ზემოთ ვხვდებით წაბლს, მუხას, რცხილას, ნეკერჩხალს და ცაცხვს. უფრო მაღლა ძირითადად წიფლნარის ტევრი, შქერის ქვეტყე და მუქწიწვოვანები-სოჭი და ნაძვი გვხვდება. 1800 მეტრის ზევით კი სუბალპური და ალპური მდელოებია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბალი და საშუალო მთის ტყის ლანდშაფტების ზონას მიეკუთვნება. სამხრეთიდან და დასავლეთიდან ხვამლისა და ასხის მთების მდებარეობა, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ადგილებთან შედარებით, განსხვავებულ, კომფორტულ მიკროკლიმატს განაპირობებს. დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა არის +11,4, იანვრის საშუალო ტემპერატურაა– 0, ივლისისა კი - +22.


რა ვნახოთ

ლეჩხუმის ტერიტორია ათასწლეულების ისტორიას ინახავს. აქ ვხვდებით წინარექრისტიანულ ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებსა და ტაძრებს. მწვანეში ჩაფლული ლეჩხუმის ბუნება ჩანჩქერებით, ტბებით, ულამაზესი მინდვრებითა და ვრცელი ხედებით წალკოტს მოგვაგონებს. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე საირმისსვეტები და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ხვამლის მთა, სადაც, მითების თანახმად, ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელიც შემდგომ ჰერაკლემ დაიხსნა.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


ტურები ლეჩხუმში

მუნიციპალიტეტები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლეჩხუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!