დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DJI_0211 DJI_0210

ლიკანის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კურორტი ლიკანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ბორჯომში, ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წყალია, რომელსაც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვისაც. ლიკანის მინერალურ წყალს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზის სიუხვე ახასიათებს, რაც 1500 მეტრის სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს. ლიკანში, მტკვრის პირას ულამაზესი ტყეპარკია გაშენებული, სადაც ასწლოვანი მუხები ხარობს. პარკის ცენტრში კი ბორჯომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომანოვების სასახლე დგას, რომელიც რუსეთის დიდმა მთავარმა ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა არქიტექტორ ლეონტი ბენუას ააშენებინა ძმისთვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-თვის 1892-95 წლებში. სასახლის ირგვლივ დეკორატიული სკვერია მოწყობილი. ლიკანში ასევე VII-IX საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების მონახულებასაც შეძლებთ, სადაც ოდესღაც აქტიური სამონასტრო ცხოვრებაც ყოფილა და საინტერესო კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. ეს კურორტი ნამდვილად შესანიშნავი ადგილია ბუნებაში, ტყეების სიგრილეში კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის და მიწისა და ხეების სურნელით გაჟღენთილ ბილიკებზე ხეტიალისთვის.
ლიკანში სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთრით და ზალიან თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,0°C, აგვისტოსი კი - 20-25°C.

თეგები: #სოფელი #დასახლებული პუნქტი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლიკანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!