დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

წინარეხის მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

მაღალაანთ ეკლესია, church მაღალაანთ ეკლესია, church მაღალაანთ ეკლესია, church მაღალაანთ ეკლესია, church მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

წინარეხის მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს. XIV საუკუნიდან ეს მხარე ძლიერი აზნაურების, მაღალაძეების მფლობელობაში იყო, აქედან მომდინარეობს კომპლექსის სახელწოდებაც. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს მოიცავს, მათ შორის ყველაზე ძველია XII საუკუნის დარბაზული ეკლესია (მაღალაანთ ეკლესია, იგივე ბეთლემის ღვთისმშობელი).


არქიტექტურა

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკისა და სხვა ნაგებობების ნანგრევები.
მაღალაანთ ეკლესია ქვიშაქვის თლილი კვადრებით ნაგები
XII საუკუნის ერთნავიანი ნაგებობაა. ტაძარი გეგმით სწორკუთხაა და ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას და ცილინდრული კამარითაა გადახურული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კამარის საბჯენი თაღი დარბაზის გრძივ კედლებზე განლაგებულ პილასტრებს ეყრდნობა. ტაძრის სამხრეთ ფასადს მთელ სიგრძეზე ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი გასდევს. ეკვტერის აღმოსავლეთი ნაწილი აფსიდიან სამლოცველოს წარმოადგენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები დეკორირებულია სამთაღედებით. ეკლესია უხვადაა მორთული მაღალი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით. დეკორატიული მიზნით ქვიშაქვასთან ერთად გამოყენებულია ფირუსიფერი ქვაც. ნაგებობას მოჩუქურთმებული ლავგარდანი შემოუყვება. ორნამენტულადაა მოჩარჩოებული სარკმლებიც. მაღალაანთ ეკლესიაში შემორჩენილია მხატვრობის ორი ფენა, პირველი ტაძრის თანადროულია, მეორე ფენა კი XVII საუკუნით თარიღდება. პირველი ფენის ცალკეული ფრაგმენტები საკურთხეველში, დარბაზის კედლებსა და ეგვტერის ჩრდილოეთ კედლებზეა შემორჩენილი. მისთვის დამახასიათებელია ნათელი ფერთა გამა, დახვეწილობა და მოქნილობა. მეორე ფენა აღსავლის კარზე, კანკელზე, ჩრდილოეთ კედელის დასავლეთ მონაკვეთზე, ეგვტერისა და დარბაზის შესასვლელის თავზე და დარბაზში შესასვლელის წირთხლებზეა შემორჩენილი. ამ პერიოდის მოხატულობა მუქი კოლორიტით ხასიათდება. ერთ-ერთ ფრესკას, რომელზეც ნიკოლოზ მაღალაძის დედა, ელენეა გამოსახული, ახლავს წარწერა, სადაც მოხსენიებულია მხატვარი აპოსტოლე. მაღალაანთ ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი. გალავნის შიგნით, შესასვლელთან განთავსებულია აუზი, რომელშიც შემორჩენილია წყლის მილი.

ეკლესიის სამხრეთ დგას სოლომონ მაღალაძის სამრეკლო. მისი პირველი სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. სამსართულიანი სამრეკლო რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები და 1716 წლით თარიღდება. დასავლეთ კედელში დიდი მომწვანო თლილი ქვაა დატანებული, რომელსაც ექვსი წრიული ნახვრეტი აქვს. პირველი სართული სამხრეთით და ჩრდილეოთით ღიაა, მეორეზე ერთი ოთახია, აქ ბუხარი ყოფილა, მესამე სართულიდან კი მხოლოდ წრიული საფუძველია შემორჩენილი. მეორე სართულზე ასვლა პირველი სართულის კამარიდან, მისადგმელი კიბით იყო შსაძლებელი, მესამეზე კი – მესამე სართულის კედელში ჩატანებული კიბით.

გალავნის შიგნით პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე დგას. იგი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება, ადრე სამრეკლო იყო, ხოლო საძვალედ პაპუა მაღალაძემ გადააკეთა. ნაგებობა ორსართულიანია, სართულები ცილინდრული კამარით გადახურულ თითო სათავსს წარმოადგენენ. თავდაპირველად ორივე სართული ყველა მხარეს ღია ყოფილა, მოგვიანებით ამოუშენებიათ. ინტერიერში შემორჩენილია XVII II ნახევრით დათარიღებული მხატვრობის ფრაგმენტები. სამრეკლოს არ აქვს ზარებისთვის განკუთვნილი ფანჩატური, რაც მას საქართველოში გავრცელრბული სამრეკლოებისგან განასხვავებს.

მაღალაანთ კომპლექსს გადმოჰყურებს ზემო კოშკი (იგივე პაპუა მაღალაძის კოშკი). ოთხსართულიანი, ნატეხი ქვითა და აგურით ნაგები კოშკი 1679 წლით თარიღდება. იგი ძალიან დაზიანებულია, გადახურვა მხოლოდ მეოთხე სართულს აქვს შემორჩენილი, კარ-სარკმლებს ფორმა დაკარგული აქვთ. ნაგებობას მეხუთე გადაუხურავი სართულიც ჰქონია. ყოველ სართულზე სათოფურებია. მეორე და მეოთხე სართულებზე არის ბუხრები. სამხრეთ-დასავლეთ ფასადზე ჩართულია წმინდა გიორგის გამოსახულება, რომელიც გველეშაპს თრგუნავს და სხვა რელიეფები. მეოთხე სართულის აგურის კამარა თითქმის ძირიდანვე იწყება და აგურისავე თაღებს ეყრდნობა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიწის დონეზე გაჭრილია შსასვლელი. კოშკს სალოდეები აგვირგვინებს.

პაპუა მაღალაძის კოშკის დასავლეთით, 300 მეტრის დაშორებით დგას ნატეხი ქვით ნაგები აფთიაქი, რომელიც ძალიან დაზიანებულია. სიგრილის შესანარჩუნებლად ნაგებობის ყველა კედელი, გარდა აღმოსავლეთისა, მიწაშია მოქცეული. კედლები ინტერიერში პატარ-პატარა თახჩებადაა დაყოფილი. მოსახლეობა ამ ადგილს საჯინიბოებს და სამტრედოებს უწოდებს.


როგორ მივიდეთ

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან 2.5 კმ-ის დაშორებით. მაღალაანთ კომპლექსთან მიდის სამანქანო გრუნტიანი გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წინარეხის მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!