დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DSC05235 DSC05246 DSC05266 _DSC5948

მარანი სევსამორის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარანი სევსამორა დაარსდა 2015 წელს. იგი წარმოადგენს როგორც ტურისტულ, ასევე  საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით ობიექტს.

მარანი სევსამორას ძირითადი  მიზნებია:

  • საქართველოში ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება;
  • სერტიფიცირებული ბიო პროდუქტის წარმოება;
  • ქართლის რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა;
  • ქართლის რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარება;
  • ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე ქართული იშვიათი და მივიწყებული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოების წარმოჩენა;


ბიო ვენახები

მარნის საკუთრებაში 7 ჰექტარი ვენახი. აქედან 4 ჰექტარზე გაშენებულია ბიო ვენახები, რომელსაც კავკასერტის მიერ მიენიჭა ოფიციალური ბიო ვენახის სტატუსი, 2019 წლის, ივლისის თვეში. ბიო ვენახებში მუშაობის პრაქტიკა დაფუძნებულია ორგანურ მეურნეობაზე, რაც გულისხმობს ორგანულად სუფთა, ბიო პრეპარატების გამოყენებასა და მიწის ბიო მკვებავებით განოყიერებას. თითოეული ჰექტარი დამუშვებულია ხელით, ორგანული მეურნეობის შესაბამისი წესების დაცვით.

ბიო ვენახებში გაშენებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: საფერავი, ქისი, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ასევე იშვიათი ჯიშები : ბუზა, სიმონასეული, კაბერნე ფრანი, დანახარული, ასურეთული შავი, თავკვერი, შავკაპიტო


ბიო-ორგანური მეღვინეობა

მარანში 300 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია ქვევრები და უახლოესი, თანამედროვე Bucher Vaslin-ის ფირმის დანდგარები. მარანი დღეის მდგომარეობით აწარმოებს მხოლოდ ქვევრის ღვინოს, რომელიც დაყენების თითოეულ ეტაპზე გადის ლაბორატორიულ შემოწმებას.

2019 წელს მარანმა ჩამოასხა 7 სახეობის , 20 000 მდე ბოთლი, რომელიც დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. 2020 წელს კი ქვევრის ღვინის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა 45 000 ბოთლამდე გაიზრდება, საიდან დაახლოებით 25 % ბიო ღვინის წარმოებას დაეთმობა.


მარანი სევსამორა როგორც ტურისტული ობიექტი

მარნის ტერიტორიაზე  განთავსებულია რეკრიაციული ზონა და სადემონსტრაციო ვენახები, ტერასების სახით, სადაც გაშენებულია 50-მდე ვაზის საკოლექციო ჯიში. მარანი გთავაზობთ ღვინის დეგუსტაციებს, ტურებსა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებს.


მარანი სევსამორა როგორც საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი:

  • მარნის საკუთრებაშია ღვინის მუზეუმი, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ერთ დღეში იმოგზაუროს ქართული ღვინის სამყაროში დასაბამიდან დღემდე. გაეცნოს მის კულტურასა და ტრადიციებს. 
  • ღვინის მუზეუმის ნაწილია ენოთეკა - ღვინის საცავი, სადაც ინახება მარნის ღვინოები.
  • სადეგუსტაციო სივრცე-სტუმრებს საშუალება ეძლევათ პროფესიონალურ გარემოში დააგემოვნონ ღვინო.
  • ღვინის სალონი-სივრცე, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის და რაც მთავარია განტვირთვისთვის.
თეგები: #მარანი #მეღვინეობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 577 777****
*****@gmail.com
გადახდის მეთოდები
ხანგრძლივობა: 1 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+35
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

მარანი სევსამორა სტუმრებს სთავაზობს ღვინის ტურებსა და რთველში მონაწილეობას .

 

ღვინის დეგუსტაცია

·         საკოლექციო ვენახის დათვალიერება, სადაც ტერასების სახით გაშენებულია 50-მდე ვაზის ჯიში

·         ტური ღვინის მუზეუმსა და ღვინის საცავში, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის გაცნობა

·         ტური მარანში, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის გაცნობა

·         3 ქვევრის ღვინის დეგუსტაცია + 1 ჭაჭა, მუხის კასრში დავარგებული

·         ღვინის არომატებისა და გემოვნური თვისებების გაცნობა

·         ქართული პური, ქართული ყველი ყველი, წყალი

*ფასი: 25 ლარი

*1 დამატებითი ჭიქა - 8 ლარი

*ტურის ხანგრძლივობა 1-1,5

*მინიმუმ 5 ადამიანი

 

+ ბიო ვენახების მონახულება

*ფასი 10 ლარი

*1 დამატებითი ჭიქა- 8 ლარი

*ტურის ხანგრძლივობა 1,5 -2

*მინიმუმ 5 ადამიანი

+ ლანჩი

*ფასი 25 ლარი

*1 დამატებითი ჭიქა- 8 ლარი

*ტურის ხანგრძლივობა 2-2,5

*მინიმუმ 5 ადამიანი

 

 

 

 

 

რთველი - სეზონური აქტივობა

(ტური იწყება 10 სექტემბრიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე)

 

ტურის აღწერილობა:

·          ყურძნის დაკრეფა და ჩაბარება

·         საკოლექციო ვენახის დათვალიერება, სადაც ტერასების სახით გაშენებულია 50-მდე ვაზის ჯიში

·         ტური ღვინის მუზეუმსა და  ენოთეკაში, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის გაცნობა

·         ტური მარანში ,ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის გაცნობა

·         ღვინის დაყენების პროცესის დაკვირვება

*ფასი: 30 ლარი - 1 ადამიანი

*ადამიანის მინიმალური რაოდენობა 5

*ტურის ხანგრძლივობა 1,5

*21 და მეტი  ადამიანის შემთხვევაში გთავაზობთ 15 % იან ფასდაკლებას

 

+ ღვინის დეგუსტაცია

*ფასი: 25 ლარი - 1 ადამიანი

*ადამიანის მინიმალური რაოდენობა 5

*ტურის ხანგრძლივობა 1,5-2

*21 და მეტი  ადამიანის შემთხვევაში გთავაზობთ 15 % იან ფასდაკლებას

+ლანჩი

ფასი: 25 ლარი - 1 ადამიანი

*ადამიანის მინიმალური რაოდენობა 5

*ტურის ხანგრძლივობა 2-2,5

*21 და მეტი  ადამიანის შემთხვევაში გთავაზობთ 15 % იან ფასდაკლებას

 

 

მთავარი მენიუ

·         სეზონური ფხალის ასორტი

·         ნიგვზიანი ბადრიჯანი

·         კიტრი-პომიდვრის სალათი

·         მჭადი

·         ხაჭაპური

·         4 სახეობის ყველის ასორტი

·         4 სახეობის ძეხვის ასორტი

·         პური

·         ქართული ნუგბარი

·         მწვადი მაყალზე

 

ვეგეტარიანული მენიუ

·         სეზონური ფხალის ასორტი

·         ნიგვზიანი ბადრიჯანი

·         კიტრი-პომიდვრის სალათი

·         მჭადი

·         ლობიანი

·         მწნილის ასორტი

·         პური

·         ქართული ნუგბარი

·         ბოსტნეული გრილზე


ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მარანი სევსამორა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 577 777****