მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, სოფელ მახუნცეთში. ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით, რადგად მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს. ჩანჩქერთან მისვლა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ნაწარმი: თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ. ადგილზე არის ასევე კვების ობიექტი. ბათუმიდან დაგჭირდებათ ერთი საათი სამგზავროდ.