მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ტერიტორიებს ისტორიული და გეოგრაფიული პროვინციების- მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და ა.შ. ისევე როგორც ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტებს: დუშეთი, მცხეთა, ყაზბეგი. უმეტესი ნაწილი ამ რეგიონისა არის მთიანი, აგრეთვე მოიცავს თოვლიან მთებს, ძირითადად გავრცელებულია კავკასიონზე, ახასიათებს საოცარი მწვერვალები,  დახლართული ბილიკები, უმშვენიერესი ხეობები, თვალწარმტაცი ტბები და ალპური ველ-მინდვრები და მდელოები. თუმცა მცხეთა-მთიანეთი მხოლოდ ბუნების სილამაზით როდი იპყრობს ყურადღებას, ის ეთნოგრაფიული თუ ინტელექტუალური კუთხითაც საინტერესოა. მთელი წლის განმავლობაში აქ არაერთი რელიგიური დღეობა და პოპულარული ფესტივალი იმართება. მათ შორისაა: ლომისობა, კოპალობა, ლაშარობა, გერგეთობა და სხვ. შემოდგომაზე, მთელი საქართველო აღნიშნავს პოპულარულ დღესასწაულს ჩარგალში, რომელიც, ალბათ უკვე მიხვდით, ეძღვნება მსოფლიოში სახელგანთქმულ პოეტს, უდიდეს ჰუმანისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს- ვაჟა ფშაველას, იგივე ლუკა რაზიკაშვილს. ამ დღეობას “ვაჟაობა” ჰქვია. აქ მონაწილეებს შეუძლიათ გაეცნონ სრულიად მცხეთა-მთიანეთის ტრადიციებს, განსაკუთრებით კი- ტრადიციულ კერძებს და სტუმარ-მასპინძლობის დაუვიწყარი დღეები გამოსცადონ. დამბალხაჭო, ჩობან ყაურმა, ფშავური ხინკალი და სხვა, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი კერძები თქვენ გელით. მცხეთა-მთიანეთში სულ 5 კურორტი და 64 სამკურნალო წყაროა, სარეკრეაციო ზონებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გუდაურის სამთო სათხილამურო კურორტი.


მცხეთა

მცხეთა - დღეისათვის ქალაქ-მუზეუმი საქართველოში თავდაპირველად იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი. მოგვიანებით,როდესაც დედაქალაქმა გადმოინაცვლა თბილისში, მცხეთამ შეითავსა ქართის ეკლესიის საყდრის ფუნქცია, ხოლო XI საუკუნიდან გახდა საეკლესიო, სარიტუალო ცენტრი სრულიად საქართველოსი. 1811 წლამდე აქ იყო საყდარი საქართველოს პატრიარქისა. მცხეთა მდიდარია როგორც არქიტექტურული და ანტიკურ ისტორიული ძეგლებით, აგრეთვე ქრისტიანული ეპოქის ღირსშესანიშნაობებით.

mtskheta

 მათ შორისაა ცნობილი არმაზი- რომელიც წარმოადგენდა ფარნავაზიანთა დინასტიის სამეფო რეზიდენციასა და სამარხს. აქვეა ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, სამთავრო, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი, ზედაზენი და სხვა… მოკლედ რომ ვთქვათ, მცხეთა არის ერთ-ერთი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც თითქმის ყოველ შენობას უზარმაზარი ისტორია უმაგრებს ზურგს. მცხეთა, შეიძლება ითქვას, მასპინძლობს 270-ზე მეტ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის წარმონაქმნი არიან. 2009 წელს ეს უძველესი ქალაქი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჯვრის მონასტერი

jvari

მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ მონასტერმა შემოიტანა ქართულ რელიგიურ არქიტექტურაში სრულიად ახალი სტილი- გუმბათოვანი ნაგებობები. მოგვიანებით, რამოდენიმე მსგავსი ეკლესია დაარსდა, რომლებიც სრულიად იმეორებენ ჯვრის მონასტრის სქემასა თუ ძირითად სტრუქტურას. ესენია, ძველი შუამთა, მარტვილის ეკლესია და ატენის სიონი. 

XI საუკუნეში ქართლის შუაგულში, მცხეთის ტერიტორიაზე აშენდა ლეგენდარული სვეტიცხოველი. დღევანდელ შუასაუკუნოვან ქართულ ქრისტიანულ კულტურულ ძეგლებს შორის სვეტიცხოველი პირველ ადგილზეა. ლეგენდის მიხედვით, ტაძრის კონსტრუქციის დასრულების შემდგომ არქიტექტორს მარჯვენა მოკვეთეს, რადგან მან თავისი შედევრით თავის ოსტატს აჯობა. სვეტიცხოველი გარედან შემოსაზღვრულია ორრიგა გალავნით, სადაც განლაგებული იყო თავდაცვითი სასროლი მოწყობილობები.

svetitskhoveli

მცხეთის ტერიტორიაზე აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ სამთავროს მონასტერი- XI საუკუნის უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს დიდ საეპისკოპოსო ტაძარს, დედოზარს, გალავანს, კოშკსა და საცხოვრებლებს. აგრეთვე, წმ. ნინოს ტაძარს (ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ნინო, როდესაც ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში მოვიდა). წმ. ნინოს ეკლესია პატარა გუმბათოვანი სტილის ეკლესიაა, მდებარეობს დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. აიგო მირიან მეფის ბრძანებით, მაყვლის ბუჩქების ტერიტორიაზე, ზუსტად იქ, სადაც თავდაპირველად დასახლდა ნინო. ტაძრის ინტერიერი მეტად მარტივია და ძირითადად ასახავს ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი ნამდვილად ერთ-ერთი შეუდარებელია რელიგიურ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს შორის ფეოდალურ საქართველოში. თბილისიდან 40 კილომეტრში, მცხეთის რეგიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჯერ კიდევ VI საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა შიომღვიმის მონასტერი, 12 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის- შიოს მიერ.

shio mghvime monastery

 აქვეა მისი საფლავიც, რომელიც დღეს წმინდა ადგილადაა მიჩნეული. შიომ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა სიბნელეში, მღვიმეში, სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც- შიომღვიმე. ეს კომპლექსი მოიცავს იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვან ეკლესიას, სატრაპეზოს და პატარა სალოცავს მონასტრის მახლობლად. შიომღვიმე იყო აკვანი კულტურისა და განათლებისა შუასაუკუნეების საქართველოში, რადგან აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უიშვიათეს ხელნაწერთა ბიბლიოთეკა მდებარეობდა.


 ფშავ-ხევსურეთი

რაც შეეხება ფშავ-ხევსურეთს, ეს ისტორიული რეგიონი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 1,000-3,218 მეტრზე. ამიტომაც, თითქმის შეუძლებელია აქ ნახოთ მწვერვალი, რომელიც მუდმივად დათოვლილი არ არის. ხევსურეთისთვის დამახასიათებელია მაღალმთიანი დასახლებები. ისტორიული თვალთახედვით, ხევსურეთი ყოველთვის საქართველოს დამცავ, სასაზღვრო რეგიონს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში ხევსურები ერთ-ერთი გამორჩეული მცველები იყვნენ საქართველში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ. მარადჟამს ფხიზლობდნენ თავიანთ კოშკებზე, რამაც განაპირობა სწორედ ხევსურეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის თავისებურებანი. ყოველი საცხოვრებელი წარმოადგენს ერთგვარ ციხესიმაგრეს, ფორტიფიკაციას. რეგიონის უდიდესი დასახლებაა შატილი- რომელიც მდებარეობს ზემო ხევსურეთში, დუშეთიდან 15 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1,000 მეტრზე. ის გამოირჩევა გასაოცარი, უნიკალური არქიტექტურით. 

shatili

ციხე-კოშკები, რომლებიც ამავდროულად საცხოვრებელი სახლებიცაა, ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი, აგებულია ფიქლისგან, და ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, რომ მზის სხივიც კი არ ატანს შიგნით. ეს სახლები ერთად ქმნიან თავდაცვით კედელს. თითოეული სახლი მეორესთან დაკავშირებულია ვიწრო ქვის საფეხურებით. ასე რომ, გარედან შესულ ადამიანს მიწაზე მეხის დადგმის გარეშე შეუძლია შატილი “მოიაროს”. ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში აქ იმართება პოპულარული ფესტივალი- შატილობა. მუცოს ხეობა ერთ-ერთი უძველესი სოფელია ზემო ხევსურეთში. ის მდებარეობს შატილიდან 12-15 კილომეტრში. სამ რიგად განლაგებული, აგებულია ფიქალისგან. რიგებს შუა წმ. გიორგის გამოსახულება და სათვალთვალო კოშკია. თავად მუცოს დასახლებაც თავდაცვითი ნაგებობებისაგან შედგება, სადაც 40-ზე მეტი სახლი და ნანგრევია შემორჩენილი.

აქვეა ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ბუნების საოცრებათაგანი- აბუდელაურის ქვა-ლოდი. მის ნაპირთან კი ფერადი ტბა მდებარეობს (2812 მ.)- წარმოიშობა აბუდელაურის მყინვარისგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა, მაქსიმალური სიღრმით- 3,8 მ, მოცულობით- 45,000 მ3. ტბა საზრდოობს თოვლისგან, მყინვარისა და წვიმის წყლისგან, აქვს გადინებაც. დროის დიდი ნაწილი (6 თვე) გაყინულია. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ტბაში თევზი ვერ ცოცხლობს. რაც შეეხება, აბუდელაურის ქვა-ლოდს, ის ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზეა. ლოდები, რომელთა ზომებია 19x5x7 და 22x13x10 ქმნიან მთელს სამყაროში ყველაზე დიდ, არათანასწორ ქვა-ლოდს

abudelauri lake and gorge

უდიდესი ნაწილი ქართული სამხედრო გზისა გადის ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრი- სტეფანწმინდა არის უძველესი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონისა- ხევი. მცხეთა-მთიანეთი ამით არ ამოიწურება, აქ ძალიან ბევრი ადგილის აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგალითად, არსებობს ბევრი მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ბაზალეთის ტბას.