მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. იგი მდებარეობს მწვერვალებითა და მთებით გარშემორტყმულ ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1500 მეტრია. ზამთარი იცის ცივი და უხვთოვლიანი, ზაფხული ხანმოკლე და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C.

მესტია  მდებარეობს თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან კი, რომელიც უახლოესი რკინიგზის სადგურია, 128 კმ-ზე. ზუგდიდთან მესტიას აკავშირებს საავტომობილო გზა, რომელიც გაჭრილია ხეობებში, თვალუწვდენელ კავკასიონის ქედებს შორის. გზა დღესდღეობით მოასფალტებულია, გზის ნაწილი ბეტონისაა და ნებისმიერი ტიპის მანქანითაა გადაადგილება შესაძლებელი, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მესტიასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა იკეტებოდა ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე უხვთოვლიანობის, მეწყერის, ქვათაცვენის და სხვადასხვა ბუნებრივი მიზეზების გამო. ამიტომ ზემო სვანეთი მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს და წარმოადგენდა საქართველოს განძთსაცავს, სადაც დღემდე შენახულია უნიკალური რელიკვიები.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. ეკლესიები რომლებიც  ძირითადად XII საუკუნით თარიღდება და ამავე საუკუნის კედლის ფერწერა. აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული საცხოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობები. მესტიაში ასევე არის 2 მუზეუმი, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის მუზეუმი. ადგილობრივები დღემდე მისდევენ უძველეს ტრადიციებს და წესჩვეულებებს. ერთ-ერთი პოპულარული სახალხო დღეობა არის „ლამპრობა, რომელიც თებერვლის პირველ რიცხვებში აღინიშნება. ამ დღისთვის არყის ხისგან იმდენი ლამპარი მზადდება, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში. ღამით ერთდროულად გამოდის ყველა სახლიდან და სოფლის შუაგულშ ერთდება. ამ ღამეს მლოცველები წმინდა გიორგის ავედრებენ თავიანთ ოჯახებს.

მესტიაში მდებარეობს ასევე სამთო-სათხილამურო ტრასა ჰაწვალი. საბაგიროს საშუალებით შესაძლებელია ჰაწვალის მთის თავზე ასვლა, სადაც არის  კაფე „ზურულდი“. აქედან შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება  მესტიაზე და უშბაზე.

მესტიასთან ახლოს, 15კმ-ში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზემდებაორებს ჭალაათის მყინვარი. ის ერთადერთი მყინვარია, რომელიც იჭრება ტყის ზონაში. მესტიიდან მიდის მყინვარისკენ სამანქანო გრუნტიანი გზა 13 კმ-მდე, დარჩენილი 2კმ საფეხმავლო ბილიკზე გრძელდება. ადგილზე მისვა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით, საფეხმავლო ბილიკიც მარტივია.

მესტიიდან 10 კმ-ში ასევე არის მცირე ზომის ქორულდის ტბები, სადაც არეკლილი თვალუწვდენელი მწვერვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტბებთან მიდის სამანქანო გზაც.

მესტიაში არის საოჯახო სასტუმროები, სასტუმროები, კაფე ბარები, რესტორნები სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სვანურ სამზარეულოს და დააგემოვნოთ სხვადასხვა კერძები.

სვანეთში აუცილებლად დასაგემოვნებელი კერძებია: კუბდარი (ეს არის კომში გამომცხვარი დაკეპილი ხორცი),  თაშმჯაბი (უმარილო ჭყინტ იყველისა და კარგად მოხარშული, დაჭყლეტილი კარტოფილისგან მზადდება), ფეტვიანი ხაჭაპური, ჭვიშტარი, სვანური ყველი (რომელიც განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება). სვანურ კერძებს განსაკუთრებულ არომატს სვანური მარილი სძენს, რომელიც განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი გამოირჩევა, ეს სუნელთა ერთგვარი ნაზავია, რომელიც ნივრის, კამის, ქინძის, ქონდრისა და სხვა სანელებლების თაიგულისგან შედგება. სვანური მარილის აუცილებელი შემადგენელია გიცრული, რომელიც მხოლოდ სვანეთის მდელოებზე იზრდება.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს – ლუცფექ და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს – ხარშილს. არსებობს გადმოცემა – ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდებაო.

ტურისტული სეზონი მესტიაში მთელი წლის მანძილზე გრძელდება. აქედან გამომდინარე წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ასეთ მშვენიერ კუთხეში მოგზაურობა.

მესტიაში ჩასვლა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ყველაზე სწრაფად მესტიაში ჩასვლა მსურველს თვითმფრინავით შეუძლია, მგზავრობის დრო - 50 წუთია, საფასური შეადგენს 65 ლარს.ასევე მიკროავტობუსით რომელიც გადის ცენტრალური სადგურიდან, მგზავრობას სჭირდება 9 საათიდა საფასურია 30 ლარი.

ასევე შესაძლებელია მატარებლით ზუგდიდამდე ჩასვლა, შემდეგ კი მიკროავტობუსით მგზავრობა მესტიამდე.