მეტეხი, თბილისი, საქართველოს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .
მთელი დღის განმავლობაში დავხეტიალობდით მის ქუჩებში და ვიღებდით სურათებს, ვათვალიერებდით მის ქუჩებს დაღამებამდე, და მაინც, ეს დრო არ იყო საკმარისი. ამ დღიდან მეტეხის ქუჩა ჩემს საყვარელ ადგილად იქცა. არასდროს დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილებები… ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თბილისი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ეს განპირობებულია იმითაც, რომ თბილისი სტრატეგიულად მდებარეობს გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას შორის, აქვე გადიოდა ისტორიული აბრეშუმის გზა, რაც ქალაქის მრავალფეროვანი კუთხით განვითარებას კიდევ უფრო უწყობდა ხელს. თუ მკითხავენ, თავად თბილისისთვის რომელია ასეთივე ადგილი, ჩემი პასუხი უყოყმანოდ იქნება- მეტეხის ქუჩა. დაუვიწყარი კადრები აღიბეჭდება თქვენს გონებაში იმ მომენტიდან, როდესაც მის მყუდრო ჩიხებში მიხვალთ "სევდიან ფიქრთ გასართველად". 

მეტეხის ქუჩიდან თუ ჩრდილოეთით გაიხედავთ, დაინახავთ ახალ პრეზიდენტის სასახლეს, თავისი გასაოცარი ფორმის გუმბათით. რაც ყველაზე მთავარია, აქედან მთელი თბილისის გასწვრივ შეგიძლიათ იხილოთ და დატკბეთ საუცხოო ხედები ძველი თბილისისა, რომელიც მას უნიკალურს ხდის…მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოში ცნობილი მშვიდობის ხიდი,  ნარიყალას ციხესიმაგრე, აბანოთუბანი, ქართლის დედის ძეგლი და ა.შ.

აგრეთვე, და მაინც, მიზეზი იმისა, თუ რატომ მიყვარს განსაკუთრებით უნდა ვთქვა, რომ მეტეხის ქუჩა არის რიგით პირველ ადგილზე მათ შორის, თუ რა უნდა ნახოს ადამიანმა, როდესაც თბილისს ესტუმრება. სურათების უმრავლესობა, რომელიც გავრცელებული ინტერნეტ სივრცეში და ხალხს იზიდავს თავისი ეგზოტიკურობით, სწორედ აქაა გადაღებული. და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ასე მიყვარს ეს ადგილი? ის, რომ მას შენარჩუნებული აქვს სული ძველი დროებისა, მისტიურია, მშვიდია და მაწყნარებს… თუ დაიღალეთ, მოგბეზრდათ თანამედროვე არქიტექტურით, და საერთოდ, ყველაფერი ახლით, უბრალოდ უნდა მოხვიდეთ აქ. პირველივე წამიდან თქვენ იგრძნობთ, თუ როგორ გაიღო სხვა ეპოქის კარები თქვენთვის. თითქოს რომანტიზმის ეპოქაში გადაგისროლეს, როდესაც კავალრები თავახდილი ეტლებით დასეირნობდნენ გულისსწორის სახლთან ახლოს, რათა აივანზე მდგომისთვის თვალი მოეკრათ… ამავე დროს, ეს ქუჩა არის კულტურული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. მას დიდი ისტორია აქვს: თავის დროზე ამ კლდოვან ადგილს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ამაზე მიუთითებს “ისნის გოდოლად” მოხსენიებული პატარა გალავანი, საიდანაც გუშაგები პირველები იგებდნენ მტრის მოახლოებას.

მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა, თავად თბილისის დამაარსებელმა, გადაწყვიტა აეგო ეკლესია, რომელიც იქნებოდა მსგავსი “ქალწულ მარიამის” სახელობის აკლდამის, რომელიც მდებარეობს იერუსალიმში, გეთსიმანიის ბაღში. ამ ტაძრის პირდაპირ აღმართულია ვახტანგ გორგასლის უნიკალური თანამედროვე ბრინჯაოს ქანდაკება.

აქვე იყო დასაფლავებული ქართველთა განსაკუთრებით საყვარელი წმინდანი -შუშანიკი. აგრეთვე, მეტეხის ხიდის მარცხნივ, თავად მეტეხის ტაძრის ქვეშ შეგიძლიათ იხილოთ პატარა ეკლესია, რომელიც არის სიმბოლო წმ.აბო თბილელის სიყვარულისა და ხსოვნისა. 

მეტეხის ტაძრის აღმოსავლეთით, ქუჩის გაყოლებაზე შეგიძლიათ დატკბეთ ძველი სტილის გალერეებად გადაკეთებული სახლებით, რომლებიც პირდაპირ კლდეზე არიან “გადმოკიდებულნი” და ქმნიან უნიკალურ ატმოსფეროს, იმას, რასაც ეძახიან თბილისურ აურას, თბილისის დამახასიათებელ სტილს.მეტეხის ქუჩა ასევე ძალიან პოპულარულია განსაკუთრებული სტილის, ვინტაჟური სასტუმროებით. ყოველი მათგანიდან დამსვენებლებს ეშლებათ თვალწინ ულამაზესი ხედები. ამავე დროს, თავად მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის განათებები ყოველდღიურად ფერს იცვლის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის იქ სეირნობას. გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ადგილი, და საღამოს კი ახვიდეთ “ისნის გოდოლზე”, იგივე, “მეტეხის კოშკზე”, საიდანაც იხილავთ თუ რა საოცრად ირეკლავს მტკვარი თბილისის ორივე სანაპიროს. ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ მეტეხის ქუჩა თბილისელთან, (და არა მხოლოდ…) სათაყვანებელი ადგილია. 

 




 

მდებარეობა
41.690255, 44.812063
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თუ მკითხავთ, რატომ უნდა ესტუმროთ თბილისს, მე ასე გიპასუხებთ: იმიტომ, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ესტუმროთ მას.თბილისი პატარა განზომ...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ტერიტორიებს ისტორიული და გეოგრაფიული პროვინციების- მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და ა.შ. ისევე როგორც ადმინისტრაციულ მუნიციპალიტე...

ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. რეგიონი მოიცავს 7 ადმინისტრაციულ -ერთეულს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილო-სამხრეთიდან ში...

შიდა ქართლი საქართველოს გულში მდებარეობს. რეგიონი 6 ადმინისტრაციული ტერიტორიისგან შედგება, ესენია: ცხინვალი, გორის მუნიციპალიტეტი, კასპი, ხაშური და ჯა...

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!