მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .
მთელი დღის განმავლობაში დავხეტიალობდით მის ქუჩებში და ვიღებდით სურათებს, ვათვალიერებდით მის ქუჩებს დაღამებამდე, და მაინც, ეს დრო არ იყო საკმარისი. ამ დღიდან მეტეხის ქუჩა ჩემს საყვარელ ადგილად იქცა. არასდროს დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილებები… ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თბილისი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ეს განპირობებულია იმითაც, რომ თბილისი სტრატეგიულად მდებარეობს გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას შორის, აქვე გადიოდა ისტორიული აბრეშუმის გზა, რაც ქალაქის მრავალფეროვანი კუთხით განვითარებას კიდევ უფრო უწყობდა ხელს. თუ მკითხავენ, თავად თბილისისთვის რომელია ასეთივე ადგილი, ჩემი პასუხი უყოყმანოდ იქნება- მეტეხის ქუჩა. დაუვიწყარი კადრები აღიბეჭდება თქვენს გონებაში იმ მომენტიდან, როდესაც მის მყუდრო ჩიხებში მიხვალთ "სევდიან ფიქრთ გასართველად". 

metekhi street tbilisi


მეტეხის ქუჩიდან თუ ჩრდილოეთით გაიხედავთ, დაინახავთ ახალ პრეზიდენტის სასახლეს, თავისი გასაოცარი ფორმის გუმბათით. რაც ყველაზე მთავარია, აქედან მთელი თბილისის გასწვრივ შეგიძლიათ იხილოთ და დატკბეთ საუცხოო ხედები ძველი თბილისისა, რომელიც მას უნიკალურს ხდის…მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოში ცნობილი მშვიდობის ხიდი,  ნარიყალას ციხესიმაგრე, აბანოთუბანი, ქართლის დედის ძეგლი და ა.შ.

მშვიდობის ხიდი

 აგრეთვე, და მაინც, მიზეზი იმისა, თუ რატომ მიყვარს განსაკუთრებით უნდა ვთქვა, რომ მეტეხის ქუჩა არის რიგით პირველ ადგილზე მათ შორის, თუ რა უნდა ნახოს ადამიანმა, როდესაც თბილისს ესტუმრება. სურათების უმრავლესობა, რომელიც გავრცელებული ინტერნეტ სივრცეში და ხალხს იზიდავს თავისი ეგზოტიკურობით, სწორედ აქაა გადაღებული. და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ასე მიყვარს ეს ადგილი? ის, რომ მას შენარჩუნებული აქვს სული ძველი დროებისა, მისტიურია, მშვიდია და მაწყნარებს… თუ დაიღალეთ, მოგბეზრდათ თანამედროვე არქიტექტურით, და საერთოდ, ყველაფერი ახლით, უბრალოდ უნდა მოხვიდეთ აქ. პირველივე წამიდან თქვენ იგრძნობთ, თუ როგორ გაიღო სხვა ეპოქის კარები თქვენთვის. თითქოს რომანტიზმის ეპოქაში გადაგისროლეს, როდესაც კავალრები თავახდილი ეტლებით დასეირნობდნენ გულისსწორის სახლთან ახლოს, რათა აივანზე მდგომისთვის თვალი მოეკრათ… ამავე დროს, ეს ქუჩა არის კულტურული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. მას დიდი ისტორია აქვს: თავის დროზე ამ კლდოვან ადგილს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ამაზე მიუთითებს “ისნის გოდოლად” მოხსენიებული პატარა გალავანი, საიდანაც გუშაგები პირველები იგებდნენ მტრის მოახლოებას.

ისნის გოდოლი მეტეხის უბანი



მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა, თავად თბილისის დამაარსებელმა, გადაწყვიტა აეგო ეკლესია, რომელიც იქნებოდა მსგავსი “ქალწულ მარიამის” სახელობის აკლდამის, რომელიც მდებარეობს იერუსალიმში, გეთსიმანიის ბაღში. ამ ტაძრის პირდაპირ აღმართულია ვახტანგ გორგასლის უნიკალური თანამედროვე ბრინჯაოს ქანდაკება.

გორგასლის ძეგლი

 აქვე იყო დასაფლავებული ქართველთა განსაკუთრებით საყვარელი წმინდანი -შუშანიკი. აგრეთვე, მეტეხის ხიდის მარცხნივ, თავად მეტეხის ტაძრის ქვეშ შეგიძლიათ იხილოთ პატარა ეკლესია, რომელიც არის სიმბოლო წმ.აბო თბილელის სიყვარულისა და ხსოვნისა. 

abo tiflis temple

მეტეხის ტაძრის აღმოსავლეთით, ქუჩის გაყოლებაზე შეგიძლიათ დატკბეთ ძველი სტილის გალერეებად გადაკეთებული სახლებით, რომლებიც პირდაპირ კლდეზე არიან “გადმოკიდებულნი” და ქმნიან უნიკალურ ატმოსფეროს, იმას, რასაც ეძახიან თბილისურ აურას, თბილისის დამახასიათებელ სტილს.მეტეხის ქუჩა ასევე ძალიან პოპულარულია განსაკუთრებული სტილის, ვინტაჟური სასტუმროებით. ყოველი მათგანიდან დამსვენებლებს ეშლებათ თვალწინ ულამაზესი ხედები. ამავე დროს, თავად მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის განათებები ყოველდღიურად ფერს იცვლის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის იქ სეირნობას. გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ადგილი, და საღამოს კი ახვიდეთ “ისნის გოდოლზე”, იგივე, “მეტეხის კოშკზე”, საიდანაც იხილავთ თუ რა საოცრად ირეკლავს მტკვარი თბილისის ორივე სანაპიროს. ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ მეტეხის ქუჩა თბილისელთან, (და არა მხოლოდ…) სათაყვანებელი ადგილია. 

 

ხედები მეტეხიდან