ოზურგეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. იგი წარმოადგენს გურიის, როგორც ადმინისტრაციულ, ისე ისტორიულ ცენტრს. დასავლეთით 20 კმ მანძილზე აკრავს შავი ზღვა, ხოლო სამხრეთიდან და ჩრთილოეთიდან მცირე სერები - მოიდანახე და სერი.

ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,3 °C.

ოზურგეთში არის ისტორიული მუზეუმი, დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. ასევე  ქალაქში არის საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა, ბიბლიოთეკა და ფუნქციონირებს ტელეკომპანია „გურია“, რომელიც მხოლოდ გურიის მასშტაბით მაუწყებლობს.

ოზურგეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია კულტურული ძეგლები, როგორებიცაა: აჭის, ჯუმათის, შემოქმედის და ლიხაურის ეკლესიები. ასევე ლაითურის, დვაბზუს და ლიხაურის ციხე.

ქალაქი ცნობილია ჩაისა და ციტრუსის კულტურით. ასევე მოიპოვებენ ბენტონიტურ თიხას, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის წამორმოებაში.

ოზურგეთში ასევე აქტიურად მისდევენ სპორტს, ქალაქს ჰყავს მორაგბეთა კლუბი „ოზურგეთის არწივები“, საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ , საკალათბურთო კლუბი „ბახმარო“ და განვითარებულია სხვადასხვა სპორტის სახეობები.

ოზურგეთის ღირსშესანიშნაობას წამორმოადგენს ისტორიული ძეგლებიდან უძველესი „ოზურგეთის აბანოები“, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ჭადრების ბაღი, რომელიც ყოველთვის იყო ოზურგეთელების თავშეყრის ადგილი, სადაც იმართება მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება.

ოზურგეთის მოსახლეობის 90% გურულია, ისინი გამოირჩევიან იუმორის მაღალი გრძნობით, გონებამახვილი ოხუნჯობებით ართობენ სტუმრებს და მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდებიან.

ოზურგეთში დღესდღეობით ფუნქციონირებს რამდენიმე რესტორანი, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ გურულ კულინარიას და დააგემოვნოთ კერძები. გურულ სამზარეულოში პოპულარობით სარგებლობს „გურული ღვეზელი“. გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს.

მანძილი დედაქალაქიდან ოზურგეთამდე 330კმ-ია. მოძრაობს სხვადასხვა ტრანსპორტი, მატარებელი, ავტობუსი, მიკროავტობუსი. ტრანსპორტი დადის ყოველ დღე სხვადასხვა საათებში ცენტრალური ავტოსადგურიდან, დიდუბის ავტოსადგურიდან დილით, ასევე არის დღის და ღამის მატარებელი.