დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ოზურგეთის დრამატული თეატრი

ოზურგეთის დრამატული თეატრი, გურია - Ozurgeti Drama Theater, Guria ოზურგეთის დრამატული თეატრი, გურია - Ozurgeti Drama Theater, Guria ოზურგეთის დრამატული თეატრი, გურია - Ozurgeti Drama Theater, Guria ოზურგეთის დრამატული თეატრი, გურია - Ozurgeti Drama Theater, Guria

ოზურგეთის დრამატული თეატრის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ოზურგეთის დრამატული თეატრი —  ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ოზურგეთში, გურიის მხარეში. თეატრი 150 წელს ითვლის.

თეატრი წარმოადგენს ხუთსართულიან ნაგებობას. თეატრს გააჩნია 750 კაციანი მაყურებელთა დარბაზი ორი იარუსით. პარტერი ნახევრად წრიულია და უერთდება სცენას (სიგრძე-სიგანე 20-20 მეტრი, სიმაღლე 18 მეტრი), რომლის შუაში მოთავსებულია 13 მეტრის დიამეტრის მქონე მექანიკური მოძრავი წრე. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. შენობის მოცულობაა 42800 მ.3, ფართობი - 4 ათასი მ.2 შენობის ზეძირკველი მოპირკეთებული კურსების გრანიტით, გარეკედლები ეკლანის თეთრი ქვით, გადახურულია მოთუთიებული თუნუქით.

თეატრს გააჩნია მსახიობთათვის საგრიმიორო. სარეკვიზიციო სათავსოები, შენობას ახლავს ფიზკულტურის, ქორეოგრაციიული დარბაზები, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო -სახელოსნოსთვის, თოჯინების თეატრისთვის. აქვს დიდი მოცულობის სარდაფი ( 50 მ3).


ისტორია

თეატრალურ სანახაობათა ისტორია გურიაში იწყება გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის დროს (1809-26). მამია გურიელმა ოზურგეთში, თავის სასახლეში შექმნა სალონი, რომელიც იმ დროს ევროპული ტიპის პირველი კულტურული პუნქტი იყო დასავლეთ საქართველოში.

თეატრის დაარსების თარიღად მიჩნეულია 1868 წლის 20 მარტი, როდესაც ოზურგეთში გაიმართა პირველი საჯარო წარმოდგენა. ქალთა სკოლის შენობაში სცენისმოყვარულთა ჯგუფმა დადგა ა. ცაგარელის კომედია „ბაიყუში“. პირველი წარმატების შემდეგ გახშირდა დადგმები. რეპერტუარში შედიოდა „კაკო ყაჩაღი“, „და-ძმა“, „არსენა“ და სხვ. შემოსავალი სკოლებისა და სამკითხველობის სასარგებლოდ იხარჯებოდა. 

1893 წელს ოზურგეთში ჩავიდა ამერიკული ცირკი , რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მანია გორდფუა და იულია კუკი. ცირკი ქალაქში ერთ წელიწადს დარჩა. ახალგაზრდობა ძლიერ გაიტაცა სანახაობამ. ცირკით მოხიბლულმა ალექსანდრე წუწუნავამ, სამსონ ხურციძემ, ვასო ურუშაძემ გადაწყვიტეს არტისტები გამხდარიყვნენ.

დასი წარმოდგენებს მართავდა არა მარტო ოზურგეთში, არამედ სოფლებშიც. 1900-იანი წლებიდან დასის შემადგენლობა გაიზარდა. დასმა ქალაქში იქირავა თუმანიშვილის სახლის პირველი სართული, თუმცა სახლი 1901 წელს დაიწვა და წარმოდგენები ქალაქის როტონდაში გადაიტანეს. 1902 წლიდან დასი ისე გაძლიერდა, რომ გასტროლებსაც მართავდა სხვა ქალაქებში. თუმცა 1903 წელს როტონდის შენობაც გადაიწვა. წამყვანმა მსახიობებმა დასი მიატოვეს და ქუთაისში გადაბარგდნენ. 1904-05 წლებში წარმოდგენები იმართებოდა ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახლში. დასის წევრები იყვნენ ძმები ჟორჟოლიანები, ცეცილია წუწუნავა და სხვები. 1905 წელს რევოლუციის ჩახშობის შემდეგ დასის საქმიანობა შეწყდა.

1912-1913 წლებში სამსონ ხურციძემ გარს ახალგაზრდები შემოიკრიბა და თეატრალური დასის აღორძინება დაიწყო. 1913-1914 წლებში იუბილე გაუმართეს ლადო მესხიშვილს. წარმოდგენილი იქნა ვ. გუნიას „და-ძმა“. 1914 წელს იუბილე გადაუხადეს ნინო ჩხეიძეს. წარმოადგინეს „მედეა“. მოეწყო შალვა დადიანის საბენეფისო საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შალვა დადიანმა და ელისო ანდრონიკაშვილმა. დაიდგა პიესა „ათას ერთი ღამე“.

1914 წელს გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ამჟანიმდელი სასტუმრო „გურიას" ადგილზე ააგეს ერთსართულიანი შენობა. კ. საბახტარაშვილმა გაიღო თანხა თეატრის შენობის ასაშენებლად. ეს იყო ოფიცერთა თავშესაყრელი დარბაზი, რომელსაც მიაშენეს დიდი სცენა კულისებითა და საგრიმიორო ოთახებით. გაფართოვდა მაყურებელთა დარბაზი 500 ადგილამდე. შენობა 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. 1917-21 წლებში თეატრს „თავისუფლება“ ერქვა.

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სექტემბერში, თეატრს ეწოდა საქართველოს კპ გურიის კომიტეტთან არსებული კომუნისტური დრამატული წრე, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი ოზურგეთის სახალხო რევოლუციური დრამატული დასი. იმავე წელს იგი სახელმწიფო ტეატრად გამოცხადდა. 1926 წელს ჩამოყალიბდა სატირის თეატრი „ლურჯხალათიანები“, წრის ხელმძღვანელი ლეონიდე გოგიტიძე იყო. 1927-28 ლების სეზონს სატირის თეატრის სეზონი ერქვა. 1929 წელს დაშალეს თეატრის შენობა და თეატრი გადავიდა მის ამჟაიმდელ ადგილსამყოფელზე აგებულ დროებით შენობაში, რომელშიც 1938 წლამდე იმყოფებოდა.

1934 წლიდან ქალაქის სახელის ცვლილების გამო სახელი ეცვალა თეატრსაც, ის გახდა მახარაძის მუშათა თეატრი.

თეატრის ისტორიაში წარმატებული იყო 1958 და 1964 წლები, როდესაც დასი გასტროლებზე იმყოფებოდა თბილისში. 1958 წელს თეატრის კოლექტივმა თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარადგინა „დაჭრილი არწივი“, ხოლო 1964 წელს ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. 1968 წელს თეტრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე., მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. ამავე წელს თეატრმა მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. თეატრის მსახიობს, ლამარა თურმანიძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

საუკეთესო დადგმებია პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, გ. ბერძენიშვილის „ტირიფის ქვეშ“, მ. მრევლიშვილის „ზვავი“, მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, ა. გეწაძის „ყარამან ყათელაძე“, ბ. ლავრენტოვის „რღვევა“ და სხვა.

2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.

თეგები: #თეატრი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ოზურგეთის დრამატული თეატრი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+49 6273****