Pankisi Campingს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

საქართველოში დღემდე არსებობს ისეთი ტაბუდადებული ადგილები, სადაც არათუ წასვლა, მასზე ლაპარაკიც კი სახიფათოდ მიაჩნიათ. პანკისის ხეობაც მათ სიაშია. მანო ქავთარაძემ და ბეგი ბორჩაშვილმა გადაწყვიტეს ეს სტერეოტიპი დაენგრიათ, გაეცნოთ პანკისის ბუნება ქართველი თუ უცხოელი მოლაშქრთათვის და ექციათ პანკისი ერთ-ერთ წამყვან საქემფინგო ადგილად საქართველოში. ყველაფერი გენიალური ხომ სწორედ დიდი სურვილითა და გამბედაობით ისხამს ფრთებს...

პანკისის ხეობა მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან 130 კილომეტრში. მარშუტკით აქ დაახლოებით 2 საათში ჩახვალთ. ხეობის სიგრძე (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე) 34 კილომეტრია. ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართო ფოთლოვანი ტყით. აქვე შეგიძლიათ ნახოთ უთხოვარას ტყისა და ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი, თუმცა, ნაკრძალში შესვლა არ შეიძლება.

რაც შეეხება უშუალოდ პანკისი ქემფინგს, ეს გახლავთ პირველი ქემფინგ ბანაკი პანკისის ხეობაში, რომელიც სულ რაღაც 2 კვირაა რაც გაიხსნა და უკვე მიიპყრო ყურადღება. საქემფინგო ტერიტორია 2000 კვ. მეტრია. ალაზნის ნაპირზე გაშლილი ეს მყუდრო შემოგარენი სტუმრებს არაერთ გასართობს სთავაზობს, აქ ყველაფერია მათთვის, ვისაც ლაშქრობა უყვარს. პანკისის ქემფინგს შეუძლია ერთდროულად 45 სტუმარს უმასპინძლოს, უზრუნველყოს კარვებით, საძილე ტომრებით, და ყველაფრით, რაც შეიძლება მოლაშქრეს დასჭირდეს.

პანკისი ქემფინგი ჩამოსულ მომხმარებელს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

  • ტურები პანკისის მთებში
  • სამთო- საფეხმავლო, ან საცხენოსნო ტურები პანკისიდან თუშეთში/ხევსურეთში/უკანა ფშავში.
  • ცხენების დაქირავება/ საცხენოსნო ტურები.
  • სამთო ველოსიპედების დაქირავება.
  • სალაშქრო ინტერიერის დაქირავება
  • პროფესიონალი, სერტიფიცირებული გიდების სამთო/საფეხმავლო ტურები
  • ველური ფოტოგრაფიის ტურები.
  • კულინარიული ტურები: ქართული და ადგილობრივი, ტრადიციული კერძების დაგემოვნება: ქისტური სამზარეულო- ცხვრის ხინკალი, ჭააბილგი(უთხელესი ხაჭაპური), ქისტური ჰალვა, უალკოჰოლო ლუდი.
  • ღამისთევა ალაზნის პირას, ხადორის ხეობაში.

ორ მეგობარს, მანო ქავთარაძესა და ბეგი ბორჩაშვილს გაუჩნდათ იდეა, რომ პანკისში რაღაც სიახლე უნდა დაენერგათ. მანო ლაშქრობაზე შეყვარებული ეკონომისტია, რომელიც დღეს უკვე პანკისი ქემფინგის თანადამფუძვნებელია. მან ამ იდეას ფრთები შეასხა მეგობრების დახმარებით. მანოსა და ბეგის სურთ აქ გააცოცხლონ ვაინახური კულტურის საღამოები, რაც გულისხმობს ქისტების, ინგუშებისა და ჩეჩნების კულტურულ წარმოდგენებს. ტრადიციული სიმღერების, ლექსების, პოეზიის გაცნობას. სურვილის შემთხვევაში ბანაკში ასევე შესაძლებელია, კინოჩვენებებისა და პრეზენტაციების მოწყობა, დაბადების დღის გადახდა და ა.შ.

პანკისი ქემფინგი იდეალური ადგილია, თუ გსურთ ბუნებაში დასვენება, იქ სადაც თქვენს სიმყუდროვეს მხოლოდ ალაზნის ჩუხჩუხი და ცხენის ფრუტუნი დაარღვევს, იქ სადაც შეგეძლებათ ჰამაკში ინებივროთ, იკითხოთ წიგნი, დაანთოთ კოცონი და ღამის სიმყუდროვეში მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი საღამოები გაატაროთ. არაფერი სჯობს ხის ქოხში შეყუჟვას წვიმიან ამინდში, პლედმოხვეულებმა არაერთი იდუმალი ისტორია გაიხსენოთ, ან უბრალოდ ცხელი ჩაი მიირთვათ და დატკბეთ წვიმის სურნელით. ამ თბილ გარემოში შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ლაშქრობები იქვე მდებარე ხადორის ულამაზეს ჩანჩქერზე, ცხენებით ინავარდოთ, დააგემოვნო კერძები და გადაიღოთ სურათები ულამაზეს გარემოში… ეს ყველაფერი თქვენ გელოდებათ…

პანკისი ქემფინგის მოსანახულებლად რეკომენდებულია 3 დღიანი ტური, ამ დროში თავისუფლად შეძლებთ ნახოთ ხადორის ჩანჩქერი, ტბათანა და სხვა ახლოს მდებარე საინტერესო ადგილები.

რაც შეეხება ცხენებით ტურს, იმ შემთხვევაში თუ ცხენზე ჯდომა არ იცით, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. აქ დაგეხმარებიან დაძლიოთ შიში და მშვენიერი მიდამოები ცხენით დაათვალიეროთ, თან აუცილებლად გამოგყვებათ ინსტრუქტორი, რომელიც თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

მოკლედ, ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ, თუ მისვლას “გაბედავთ”.

მდებარეობა
42.234782, 45.332121
მანძილი დედაქალაქიდან
130 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღ...

თელავი კახეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 160 კილომეტრში და საშუალო სიდიდის ქალაქია. იყო დ...

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მ...

ილიას ტბა – მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ორი წლის წინ გაკეთდა და სახელი ...

ყვარელი — ქალაქი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქში არი...

ქალაქი სიღნაღი მდებარეობს კახეთის ულამაზეს კუთხეში - ქიზიყში. ქალაქი ზემოდან დაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს და კარგ ამინდში საოცარი ხედებით აჯილდოებს...

ბოდბის მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო, მდებარეობს კახეთში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კმ-ზე.გადმოცემის თანახმად, აგებულ...

საბერეები - კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს....

ქილაკუპრას ტალახის ვულკანები — ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 410 მეტრზე, ყაჯირის ველზე...

დედოფლისწყარო (1926-1991 წლებში წითელწყარო) — ქალაქი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის ...

ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძა...

ნეკრესი — სამონასტრო კომპლექსი და ნაქალაქარი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოება...

ლაგოდეხის აღკვეთილი დაარსდა 2003 წელს  და მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის სამხრეთით მიმდებარე სოფლების გასწვრივ. იგი გამორჩეულია წიფლნარ-რცხილნარი ფართ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე Pankisi Camping

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!