პანორამების ბილიკი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ  შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ამარათი, ეროვნულ პარკში გავრცელებული  ცხოველების ნაკვალევს, როგორებიცაა:   კეთილშობილი ირემი (cervus elaphus), დათვი (ursus arctos) და მგელი (canis lupus). 

წრიული ბილიკი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.