რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონი 4 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება: ამბროლაური, ონი, ლენტეხი და ცაგერი. დასავლეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამხრეთიდან- იმერეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, ხოლო ჩრდილოეთიდან კი - რუსეთის ფედერაცია. მთლიანი ტერიტორია - 4,600 კმ.კვ.

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო ქართლის რეგიონი სახელგანთქმულია არა მხოლოდ გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი მდებარეობით, აგრეთვე თვალწარმტაცი ბუნებით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, ალპური მდელოებით, ბილიკებითა და ხეობებით, შაორისა და ლაჯანურის წყალსაცავით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია აურაცხელი ისტორიული, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის სახელგანთქმულია ნიკორწმინდას ეკლესია, რომელიც დათარიღებულია XI საუკუნით, აგრეთვე XVIII საუკუნის ბარაკონის  ეკლესია, პატარა ონი, ღები, კვირიკეთწმინდა, ლაილაში. ლილაში ლეჩხუმის აქამდე არც თუ ისე ცნობილი, ისტორიული სოფელია, სადაც მდებარეობს ოქროლაშის წყარო და აუზი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტად იქცა. 

რაჭა, ლაილაში

რაჭა- ლეჩხუმი გამორჩეულია აგრეთვე კულინარიითაც, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია შქმერული- წიწილა ნივრითა და რძით... მისი შექმნის ისტორია სოფელ შქმერთანაა დაკავშირებული, როდესაც სამკურნალოდ ერთ-ერთ პაციენტს დაუნიშნეს ნივრიანი რძე, რაც ვერ დალია. მაშინ მოხერხებულმა მეუღლემ შემწვარ ქათამს მოასხა ნივრიანი რძე. სწორედ ასე შეიქმნა უგემრიელესი კერძი.

რაჭული სუფრა შქმერული

რეგიონი აგრეთვე განთქმულია მინერალური, გოგირდოვანი წყლებითა და სამკურნალო კურორტებით. ლეჩხუმს სამეგრელოსგან ყოფს ხვამლის მთა. ისტორია მის შესახებ მჭიდროდაა დაკავშირებული მითოლოგიასთან. კოლხი მედეა სწორედ აქ ამზადებდა თავის ჯადოსნურ, მისნურ წამლებს. ქართული მითოლოგიის გმირი ამირანი კი, ლეგენდის თანახმად, მიჯაჭვული იყო სწორედ ხვამლის კლდის ერთ-ერთ ქვაბულზე. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ აღმოაჩინეს ქვის ხანის დროინდელი საცხოვრებლები და სადგომები. პოპულარული ყოველწლიური ფესტივალი “ხვამლის დღეობა” ტრადიციულად იმართება აღდგომიდან 49-ე დღეს, სამების დღესასწაულის დროს, სწორედ ამ მთაზე. ხვამლის მთა აგრეთვე მოხვდა ისეთი დიადი მწერლის წიგნში, როგორიცაა ფრანგი, მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ფანტასტიკის სულისჩამდგმელი მწერალი- ჟიულ ვერნი. მან ხვამლის მთა აღწერა თავის სათავგადასავლო რომანში “შეუპოვარი კერაბანი” (1883).

ხვამლის მთა, რაჭა ლჩხუმი

მის მახლობლად მურის ციხესიმაგრეა. ლეჩხუმის ეს თავდაცვითი ნაგებობა თარიღდება შუასაუკუნეების ნამუშევრად. მოიცავს სამ კოშკს: მთავარი ციხესიმაგრე, რომელსაც ეძახიან “იყავი მარჯვე”, და ორი დასავლეთით მდებარე კოშკი: “არ შემოუშვა” და “უბიძგე”. ლეჩხუმში მდებარეობს აგრეთვე ერთ-ერთი, ტურისტული თვალთახედვით გამორჩეული ადგილი- “მწვანე თეატრი”.

ამბროლაურიდან 4 კილომეტრში მდებარეობს ხიდიკარი. აქ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება XI საუკუნის ძეგლებს, აგრეთვე, გვიანი შუასაუკუნეების ნანგრევები- “წულუკიძის კოშკი” და ხიდიკარის ციხესიმაგრე, რომელიც სოფლის შესასვლელში მდებარეობს, კლდეებს შორის, მდინარე რიონის ხეობასთან.

რაჭა- ლეჩხუმი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინის წარმოებაში. რაჭის მიმდებარე ტერიტორიაზე წააწყდებით თვალუწვდენელ ღვინის ვენახებს. მაგალითად, ღვინო “ხვანჭკარას” ვენახებს უჭირავს 903 ჰექტარი. ამბროლაურში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშია: ბარაკონის ეკლესია, ზემო კრიხის ნანგრევები, პატარა ონის ეკლესია, მინდას ციხესიმაგრე, და სხვები. მათ შორის განხილვას იმსახურებენ ნიკორწმინდა და ბარაკონის ეკლესიები.

 

  • ნიკორწმინდა- რაჭის გუმბათოვანი ეკლესიაა, ამბროლაურიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, ნიკორწმინდას  დასახლებაში... წმ. ნიკოლასის ეკლესიის დასავლეთი ფრთა, რომელიც რაჭის ეპარქიას წარმოადგენს, აიგო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მიერ. სამსართულიანი დედოზარის კოშკი- XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიას აქვს კუთხოვანი ჯვრის ფორმა. ის უხვადაა შემკული ორნამენტებით. აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალფიგურიანი წმინდანების ხატები , მეორედ მოსვლის ამსახველი სცენები, მითიური ცხოველები და ა.შ.

  • ბარაკონის ეკლესია - ერთ-ერთი ყველაზე გვიანი მნიშვნელოვანი ნაგებობაა რაჭაში, განეკუთვნება აგრეთვე შუა საუკუნეების გუმბათოვანი არქიტექტურის ნიმუშს. ღვთისმშობლის სახელობის ეს ეკლესია ააგეს გათლილი ქვისგან, ნიკორწმინდას მსგავსად, აქაც უხვადაა ორნამენტები.

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობრივად მაინც "უწერაა". ეს არის სოფლი,  მთის სამკურნალო და სპა კურორტი, რომელიც მდებარეობს ზემო რაჭაში, 15 კილომეტრით ონიდან. სახელი დაკავშირებულია თამარ მეფესთან, როდესაც ის მოგზაურობდა რაჭაში. ის უწერას სილამაზით იმდენად აღფრთოვანდა, რომ თქვა: “რა ენით აუწერელი სილამაზეა”. სიტყვა “ენით აუწერელი” დროთა განმავლობაში შეიცვალა “უწერათი”.

 RACHA UTSERA

აღსანიშნავია აგრეთვე ონის დიდი სინაგოგა. შენობა მოპირკეთებულია თეთრი კირქვით და სიდიდით მესამეა საქართველოს სინაგოგებს შორის, თბილისისა და ქუთაისი სინაგოგების შემდგომ. ონი განეკუთვნება იმ ქალაქებს, სადაც პირველი ებრაელები დასახლდნენ. დღეისათვის, ონის სინაგოგა არ ფუნქციონირებს, რადგან აქ მცხოვრები ებრაელები დაუბრუნდნენ აღთქმულ მიწას.

ზემო რაჭაში, მამისონის უღელტეხილთან 16 კილომეტრში, დიდი კავკასიონის ყველაზე მაღალ მწვერვალის სამხრეთ კალთაზე- რაჭის კავკასიონზე მდებარეობს სამკურნალო კურორტი - შოვი. კურორტს გარს აკრავს გირჩოვანი და შერეული ტყეები, აგრეთვე მარადიული მყინვარები. აქ აღმოჩენილია 16 მინერალური წყლის ნაკადული. ყოველი მათგანი უნიკალურია, გამორჩეულია შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით. თავად შოვის მიმდებარე ტერიტორია წარმოუდგენლად ლამაზი ბუნებით გამოირჩევა, რაც ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში იყო საყოველთაოდ ცნობილი.

shovi, Racha

საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ მოქმედებდა სამკურნალო სპა ცენტრი და არაერთი დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა, მათ შორისაა კურძალის შენობა, რომელიც ქართული მონუმენტებითაა დახუნძლული. შოვი საინტერესოა აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მთაზე ცოცვა, თხილამურებით სრიალი, მდინარეზე ნავით დაშვება და ა.შ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასიონის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც 4,000 მეტრს აღწევს, არის რამდენიმე მწვერვალი, სადაც ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგამს, ეს კი მთამსვლელთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ლაშქრობის მოყვარულთათვისაც გამოიძებნება გასართობი- მამისონის უღელტეხილიდან დაწყებული, ჭანჭახის ხეობით დამთავრებული.