დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბაზალეთის ტბა, დუშეთი Bazaleti lake, Dusheti ბაზალეთის ტბა, დუშეთი Bazaleti lake, Dusheti

ბაზალეთის ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ასევე, და უფრო მეტადაც სწორედ ტბის სამკურნალო თვისებების გამო. ტბაში არცერთი მდინარე  არ ჩაედინება და არც გაედინება. ის მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლითა და მიწისქვეშა მინერალებით, რაც ხდის მას ასეთ უნიკალურს. აქ შეგიძლიათ იმკურნალოთ დერმატოლოგიური პრობლემები, რევმატიზმი, ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები.

ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზეა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გარშემო კი მთები აკრავს, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. მთის ჰაერი და ტბის სამკურნალო თვისებები ქმნიან უნიკალურ  ნაზავს გარემოში, სადაც დატკბეთ ბუნების სილამაზით და ისიამოვნოთ გამაცოცხლებელი სურნელით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი განთიადითა და დაისით, რაც ნამდვილად ცალკე სიამოვნებაა.


და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ წელიწადის ნებისმიერ დროს, ბაზალეთის ტბას ყოველ სეზონზე აქვს თავისი ხიბლი და  სილამაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი სვეტების კოლონადა - სიმბოლოა ქართველებისა და ებრაელების 2500 წლიანი მეგობრობისა და სიყვარულისა. ბაზალეთის ტბაზე არაერთი ლეგენდა დადის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მასს ტურისტებისთვის. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს იყო ძველი სამოთხე.

საბჭოთა პერიოდში აქ იყო რამოდენიმე დასასვენებელი სახლი, და სანატორიუმი ბავშვებისთვის ტბის პირას. 2007 წელს კი აქ გაისხნა  “ ბაზალეთის ტბის სასტუმრო “. აქედან მოყოლებული, ის განსაკუთრებით საყვარელ დასასვენებლ ადგიალდ იქცა ახალგაზრდებისთვის. აქ მათთვის ყველაფერია: ღია ცის ქვეშ საცურაო აუზები, ულამაზესი ხეივნები, სადაც უსასრულოდ შეგიძლიათ ისეირნოთ, და სპორტული გასართობები. ახალგაზრდები აქ მოდიან ჯგუფებად, უკრავენ გიტარას არაჩვეულებრივ გარემოში და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ზაფხულში ტბის გრილი და კრიალა წყლით გულს იჯერებენ, ირუჯებიან და  დადებითი ემოციებით ივსებიან. მოკლედ, თუ გსურთ რომ დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ, და თანაც ეს ყველაფერი თქვენს უკეთ ყოფნასაც უწყობდეს ხელს, ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ.



მანძილი მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან

თბილისის ცენტრალური აეროპორტი – 60კმ
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური – 50კმ
ქალაქი თბილისი – 45კმ
გუდაურის სათხილამურო კურორტი – 60კმ
ანანურის კოშკი – 35კმ
მთა-თუშეთი – 70კმ
ხევსურეთი – 60კმ
სტეფანწმინდა (ყაზბეგი) – 100კმ
ქალაქი მცხეთა (საქართველოს ძველი დედაქალაქი) – 40კმ

თეგები: #ბუნება #ტბა #წყალი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Tsitsi Japharidze
Tsitsi Japharidze

ბაზალეთის ტბა რამდენად არის ხელმისაწვდომი ტურისტისთვის? გავიგეთ რომ, ტბაზე გაშენებულია სასტუმრო და მხოლოდ მისი სტუმრებისთვის არის ხელმისაწვდომი ტბაზე შესვლა.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ბაზალთის ტბის მონახულება და მასთან სეირნობა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

გამარჯობა,ეს ინფორმაცია რომ ბაზალეთის ტბა მხოლოდ იქ მდებარე სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა ხელმისაწვდომი ნამდვილად სიცრუეა.ყველას შეუძლია ბაზალეთის ტბაში ბანაობა,სეირნობა და დათვალიერება:)

1 შეფასება
5

კარგი ადგილია,მაგრამ სანაპირო დაბინძურებულია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბაზალეთის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!