თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი ,რომელიც თქვენი დროის ღირებულია , მაშინ , მე გირჩევდით , რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი მას ეძახის ‘ ლისის საიდუმლოს ’, და მათ მეც ვეთანხმები. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს,რომ ეს არ არის მხოლოდ ‘ საზაფხულო ადგილი “, არამედ აქ შეგიძლიათ არაჩვეულებრივი დროის გატარება ნებისმიერ სეზონზე. დღეისათვის ლისის ტბა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული , თანამედროვე ტიპის გასართობი ადგილი თბილისში, რომელიც მუდმივად გადავსებულია “ დამსვენებლებით’. ეს არის მედიალური სივრცე,რომელიც სხვადასხვა შეხედულებების, ასაკისა თუ ეროვნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ,სასიამოვნო  დრო გაატაროს.

რა ხდის მას ასეთ უნიკალურს?

ის არის საზოგადოებრივი ადგილი , რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა დ პროდუქტს. ის მოსახერხებელია ტურისტებისთვისაც, რადგან თუ თქვენ გზა არ იცი, და არც საერთაშორისო ენას ფლობთ, სხვადასხვა ფერის  ე.წ. ფერადი ნავიგაციის სისტემა მიგანიშნებთ , თუ საით უნდა წახვიდეთ და რატომ.მაგალითად, ყვითელი ფერის მინიშნება გვეუბნება, რომ ს ქვეითთა გზაა, ხოლო ვარდისფერი- ველოსიპედების. აქვე დავამატებ იმას, რომ თუ გიყვართ ველოსიპედით სეირნობა ბუნებაში, ეს ადგილი ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი. შეგიძლიათ აქ ნებისმიერ დროს ამოხვიდეთ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შუაღამესაც კი, განათებული ლამპიონები წინ გზას გაგიკვალავენ. . ველო-მოყვარულთათვის შესანიშნავი აბრაა მითითებული  :
“ ნებისმიერი, რომელსაც უყვარს ველოსიპედი ,არის ჩემი მეგობარი.”ლისის ტბა


ყოველი ფერით აღნიშნული გზა  მიგიყვანთ ახალ თავგადასავალთან. ლისის ტბა არის ადგილი, სადაც ბუნება შერწყმულია თანამედროვე გასართობებთან. აქ შეგიძლიათ წააწყდეთ ველურ ბამბუკის ხეებს,ისევე როგორც დაჟანგებულ ძველ სკეიდ-ბორდებს , რაც გარემოს ერთგვარ ბურუსში ხვევს. გასაოცარი იმის  შეგრძნებაც, რომ იმყოფებით თბილისიდან 500 მეტრში, მაგრამ გაიხედავთ ,და თქვენს ირგვლივ იშლება ულამაზესი ტბა, რომელსაც დაბურული ტყე აკრავს ირგვლივ. ასე რომ შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ “ ველურ პირობებში’ და თანაც ასე ახლოს დედაქალაქის ცენტრთან.
     
    შეიძლება ითქვას, რომ ლისის ტბა არის ყავა კოფეინის გარეშე .მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ხართ მოწყენილი,დაღლილი ქალაქის ხმაურით , ბარებით , თავშეყრის ადგილებით, ამ დიდი ქაოსით, მაშინ აუცილებლად უნდა ახვიდე ლისის ტბაზე.საოცარი სურნელი ხეებისა ჰაერში ტრიალებს, ჩიტების გალობა,ველოსიპედები,ჰამაკები, სადაც შეგიძლია ჩაწვე და იკითხო წიგნი, ან უბრალოდ დატკბე თვალწრტაცი პანორამით, გაივსოთ მზით, ან უბრალოდ გსურთ რომ გაირუჯოთ? შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ მეგობრებთან ერთად და მოაწყოთ პიკნიკი, ან ნებისმიერი რამ,რაც გსურთ.ყველაფერი მორგებულია თქვენზე .... იქნებ სირბილი გიყვართ და გიჭირთ ქალაქში მანქანებითა და ქვეითებით გადავსებულ ქუჩებში სირბილი? ამ შემთხვევაშიც უნდა ესტუმროთ ლისის ტბას,და სასიამოვნო გარემოში განაგრძოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი. კინაღამ გაამომჩა, იქნებ ბავშები გყავს?ამ შემთხვევაშიც ბევრ გასართობს აღმოაჩენთ ლისის ტბაზე. 

როგორ მოვხდე ლისის ტბაზე ? დააჭირეთ აქ


9 მნიშვნელოვანი ფაქტი , რომელიც უნდა იცოე ლისის ტბაზე,სანამ ესტუმრები : 
  • ლისის ტბა არის ცნობილი განსაუთრებული კლიმატით, არის მეტად ნაყოფიერი ზონა , რომელიც ხასიათდება თერმული წყლებით.
  • ის თბილისიდან სულ რაღაც 500 მეტრშია.
  • ლისის ტბა მდებარეობს 100 მეტრით მაღლა, ვიდრე თბილისის სხვა უბნები.
  • ტბის სიღრმე არის 4მეტრი ,ტემპერატურა ყოველთვის სასიამოვნოა, ასე რომ შეგიძლიათ ისიამოვნოთ არა მხოლოდ ხედით,აგრეთვე წყლითაც.
  • თევზაობის მოყვაულთათვისაც კარგი გარემოა .
  • ზამთარი ტბა იყინება და კიდევ უფრო ლამაზი ხდება.
  • აქ დარგულია 1400 სხვადასხვა სახეობის მცენარე.
  • 2007 წელს აქ გახსნეს პირველი იპოდრომი, ასე რომ ჯირითიც შეგიძლიათ. 
  • აქედან შეგიძლია ნახოთ საოცარი ხედები თბილისისა.