როჭოს ჩანჩქერის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

როჭოს ჩანჩქერი მდებარეობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხთან ძალიან ახლოს. აქ მოხვედრა შეგიძლიათ როგორც მანქანით, ისე სამარშრუტო ტაქსით. 

ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ მანძილის გავლა ფეხით მოგიწევთ. თუმცა ბილიკი დამღლელი ნამდვილად არ არის, რადგან გზად შეხვდებით უამრავ საინტერესო მცენარესა თუ ცხოველს: რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა. ცხოველებიდან შეიძლება შეგხვდეთ: შველი, ირემი, გარეული ღორი. ასევე მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა და სველ ქვებზე სიარული, ამიტომ სასურველია გამოიყენოთ სპორტული, მოქნილი ფეხსაცმელი. ბილიკის ბოლოს კი თქვენს ყურადღებას 6 მეტრიანი ულამაზესი წყალვარდნილი მიიპყრობს, რომელიც მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით ეშვება და მზიან ამინდში ცისარტყელითაც გვანებივრებს.

აქვე ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ გურგენიანის ჩანჩქერი ხოლო თუ მეტი დრო და ძალა გაქვთ აუცილებლად ეწვიეთ ლაგოდეხის ულამაზეს და ერთ-ერთ ურთულეს სალაშქრო მარშრუტს: შავი კლდეების ტბა

მდებარეობა
41.875057, 46.304154
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

შავი კლდეების ტბა მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ...

გურგენიანის ჩანჩქერი მდებარეობს კახეთში, სოფელი გურგენიანიდან 5 კმ -ს დაშორებით, მდინარე ნინოსხევზე. სოფელი გურგენიანი ლაგოდეხთან ახლოს მდებარეობს და ...

ყვარელი — ქალაქი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქში არი...

ბოდბის მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო, მდებარეობს კახეთში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კმ-ზე.გადმოცემის თანახმად, აგებულ...

ქალაქი სიღნაღი მდებარეობს კახეთის ულამაზეს კუთხეში - ქიზიყში. ქალაქი ზემოდან დაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს და კარგ ამინდში საოცარი ხედებით აჯილდოებს...

ილიას ტბა – მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ორი წლის წინ გაკეთდა და სახელი ...

ხორნაბუჯი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად, ზღვის დონიდან 800 მეტრ...

არწივის ხეობა – ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 0.5 კმ, ზღვის დონიდან 762 მეტრზე, შედის ვაშლოვანის დაცული ტე...

დედოფლისწყარო (1926-1991 წლებში წითელწყარო) — ქალაქი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის ...

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე როჭოს ჩანჩქერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!