როჭოს ჩანჩქერი მდებარეობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხთან ძალიან ახლოს. აქ მოხვედრა შეგიძლიათ როგორც მანქანით, ისე სამარშრუტო ტაქსით.

ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ მანძილის გავლა ფეხით მოგიწევთ. თუმცა ბილიკი დამღლელი ნამდვილად არ არის, რადგან გზად შეხვდებით უამრავ საინტერესო მცენარესა თუ ცხოველს: რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა. ცხოველებიდან შეიძლება შეგხვდეთ: შველი, ირემი, გარეული ღორი. ასევე მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა და სველ ქვებზე სიარული, ამიტომ სასურველია გამოიყენოთ სპორტული, მოქნილი ფეხსაცმელი. ბილიკის ბოლოს კი თქვენს ყურადღებას 6 მეტრიანი ულამაზესი წყალვარდნილი მიიპყრობს, რომელიც მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით ეშვება და მზიან ამინდში ცისარტყელითაც გვანებივრებს.

აქვე ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ გურგენიანის ჩანჩქერი ხოლო თუ მეტი დრო და ძალა გაქვთ აუცილებლად ეწვიეთ ლაგოდეხის ულამაზეს და ერთ-ერთ ურთულეს სალაშქრო მარშრუტს: შავი კლდეების ტბა