საირმის სვეტების შესახებ


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.

საირმის უდაბნო სოფელ ალპანასა და ჭრებალოს შორის სოფელ საირმესთან მდებარეობს. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს უღელტეხილიდან, სადაც გზა აღმართსა და დაღმართს შორის იკეცება, აღმოსავლეთით მოსჩანს საირმის კლდოვანი სვეტები.

საირმის უდაბნოს ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო მარშრუტი „საირმის სვეტები“, რომლის სიგრძე 3 კმ-ია. უღელტეხილიდან გზა უხვევს ტყეში, სადაც 1კმ დაფარვა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით.  შემდეგ გზა გრძელდება ვიწრო ბილიკზე, რომელიც სერპანტინებით ადის ტყეში აღმართზე. აღმართის გავლის შემდეგ გზა მიუყვება მთის თავზე, სადაც შეხვდებით შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებს. ნანგრევებიდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ბილიკი მთვარდება მთის წვერზე ზღვის დონიდან 680 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება საირმის სვეტებზე.

მანძილი თბილისიდან 243კმ, ქუთაისიდან 48კმ, ამბროლაურიდან 35კმ.

უღელტეხილზე, საიდანაც იწყება საფეხმავლო ბილიკი შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით მისვლა. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თბილისის ავტოსადგურ „ოკრიბადან“ დილის საათებში გადიან სამარშუტო ტაქსები სოფელ ჭრებალოს მიმართულებით. მგზავრობის საფასური შეადგენს 20 ლარს. ასევე ქუთაისის ავტოსადგურიდან გადიან ლენტეხის მიმართულებით, მგზავრობის საფასური შეადგენს 8 ლარს.

მდებარეობა
42.549066, 42.871862
მანძილი დედაქალაქიდან
265 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედა...

ამბროლაური — ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენე...

რაჭაში, ამბროლაურის რეგიონში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პირმშოა,...

ლენტეხი — დაბა, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის ...

ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საირმის სვეტები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!