სამაჩაბლო

სამაჩაბლო

1
ტურისტული ადგილი
2,892 Area
ფართობი, კმ2

სამაჩაბლოს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სამაჩაბლო — მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთის ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად მაჩაბელთა გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები (სხვა თვალსაზრისით, ანჩაბაძეები). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV საუკუნეში მაჩაბელთა მეგებრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო XVII დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.

მდებარეობა
42.390217, 43.922804
მანძილი დედაქალაქიდან
132 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

იხილეთ ასევე

ლიახვის ეროვნული პარკი - მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამაჩაბლო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!