დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Tbilisi Mall თბილისი მოლი, სავაჭრო ცენტრი Tbilisi Mall

თბილისი მოლის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევანით, ხარისხითა და სიახლეებით არის განპორობებული.  შენობას აქვს სამი სართული სადაც განთავსებულია სხვადასხვა მაღაზიები, სტენდები, საკვები და გასართობი ობიექტები. ნულოვან სართულზე წარმოდგენილია საკმაოდ დიდი დახურული უფასო ავტოსადგომი.

გართობა და კვება

მესამე სართული სრულად ეთმობა გართობასა და კვებას. აქ შეხდებით სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტს(ბურგერ ქინგი, საბვეი) მათ შორის ქართულებსაც (ტაბლა ექსპრესი, მარტივი), თურქული სამზარეულოს (ფიდე ლანდი) და იტალიური კულინარიის (პიცა დი რომა)  რესტორნებს. ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ „ხაჭაპური ჰათ“-ში. (2 სართული)  ტკბილეულის მოყვარულებიც არ დარჩებიან იმედგაცრუებულნი, მათ ნაყინს ანჯელატო შესთავაზებს, სხვადასხვა გემრიელობებს მეჯიქ ქენდი, მოკა & მორ ყავასა და ნამცხვარზე უმასპინძლებს. (1 სართული).

გასართობი ობიექტებიდან მოლში წარმოდგენილია  ვი არ ჰაუსი, კონტაქტური ზოოპარკი და კინოთეატრების ქსელი კავეას ფილიალი. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები გასართობი ზონის გაფართოებისა და მრავალფეროვნებითვის.

შოპინგი

თბილისი მოლში ჯამში 140-ზე მეტი ბრენდია განთავსებული. არის თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ფილიალები (1 სართული) სადაც საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ ვალუტის გადაცვლას ოფიციალური კურსის შესაბამისად. ამავე სივრცეში 1-ლი და ნულოვანი სართულების საკმაოდ დიდ მოცულობას იკავებს ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელის ფილიალი. მესამე სართულზე კი არის რამდენიმე საყუფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი. (ალტაოქეი, ზუმერი)

ტრანსპორტი

თბილისი მოლში მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან მოძრაობს სამარშუტო ტაქსები, რომლებზეც თითო მგზავრობის საფასური არ აღემატება 1 ქართულ ლარს.  თბილისი მოლს საკუთარი ტაქსის ქსელიც აქვს, ამ ბრენდირებული ავტომობლებით ქალაქის ნებისმიერი უბნიდან სავაჭრო ცეტრამდე მხოლოდ 5 ქართული ლარის ფასად მიხვალთ.  ამ მიმართულებით აგრეთვე მოძრაობს ერთადერთი ავტობუსი ნომერი 121.

ტრანსპორტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://tbilisimall.com/ge/how-to-get

თბილისი მოლის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულებს:

http://tbilisimall.com/ge/home  ან/და https://www.facebook.com/TbilisiMall/



თეგები: #გართობა #კვება #კვების ობიექტი #ვაჭრობა #სავაჭრო ცენტრი #მაღაზია #დასვენება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 322 505****
*****@tbilisimall.com
http://www.tbilisimall.com
ხანგრძლივობა: 3 საათი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+59
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Marina Abashidze
Marina Abashidze

შაბათს 6 მარტს თბილისი მოლი მუშაობს?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, თბილისი მოლის სამუშაო გრაფიკის გასაგებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თბილისი მოლს ნომერზე: 0322 505 556

თამარი რაზმაძე
თამარი რაზმაძე

მინდა შევიძინო თბილისი მოლის სასაჩუქრე ბარათები....
მაინტერესებს რამდენად დაზღვეული ვარ რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეძლება შევიძინო ნივთი

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი. გთხოვთ ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ თბილისი მოლს ნომერზე: 032 250 55 56

თამარი რაზმაძე
თამარი რაზმაძე

მარიამ რომ ვერ დაუკავშირდი იმიტომ მოგწერეთ.... ორი დღეა ვურეკავ და არ მპასუხობენ
გთხოვთ დამეხმაროთ

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სამწუხაროდ ჩვენ ტურისტული პლატფორმა ვართ და არ ვფლობთ ამაზე მეტ ინფორმაციას. იქნებ თბილისი მოლს მათ Facebook გვერდზე მისწეროთ? ან მათ საიტზე განთავსებულ საკონტაქტო მეილზე დაუკავშირდეთ? http://www.tbilisimall.com/ka/page/contact ეს არის მათი ოფიციალური საიტი, სადაც მათი საკონტაქტო ინფორმაციაა მოცემული.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისი მოლი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 322 505****